8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

RA8HZFHN 15 Eyl tarihinde yayınlandı 36 görüntüleme

IOTA Hotels

IOTA Hotels

რეცეფციონისტი

IOTA Hotels Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
₾1250 / ay 16 Eki tarihine kadar başvurun

ქალაქის ცენტრში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო/რესტორნების ქსელი "IOTA HOTELS" აცხადებს ვაკანსიას რეცეფციონისტის პოზიციაზე.

"IOTA" საზოგადოებას აწვდის მაღალი სტანდარტების, დახვეწილ მომსახურებას, მყუდრო და განსხვავებულ გარემოში.

ძირითადი მოვალეობები:

  • სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება და განთავსება
  • სტუმრებისთვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - ნომრების, ტარიფებისა და სასტუმროში არსებული სხვა ობიექტების შესახებ
  • სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება
  • შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა
  • "სასტუმრო იოტა"-ს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება
  • სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება
  • გახსნილი, გულწრფელი, ნდობით აღსავსე და მზრუნველი ურთიერთობების დამყარება
  • სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში მიმღები განყოფილების მენეჯერისთვის ინფორმაციის გადაცემა

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
  • სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების თავისუფალ დონეზე ფლობა (გასაუბრება წარიმართება აღნიშნულ უცხო ენებზე)
  • აუცილებელია მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე
  • კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
  • პრიორიტეტულია პროგრამა "ფინა"-ში მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

  • ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა
  • მომსახურების უმაღლესი სტანდარტების ზედმიწევნითი ცოდნა
  • მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

  • მაღალი სტანდარტების მქონე, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას
  • მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
  • თბილ და მეგობრულ გარემოს
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • კვებით უზრუნველყოფას
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას

სამუშაო პირობები:

  • ანაზღაურება: 1250 ლარი + ბონუსი (ბონუსის ჩათვლით, ჯამში მინიმუმ 1500 ლარი ანაზღაურება)
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ლერმონტოვის ქ. N10

თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და კრეატიული გუნდის წევრი და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ("რეცეფციონისტი"), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ზემოთ აღნიშნულ მისამართზე.

"IOTA HOTELS" გისურვებთ კარიერულ წინსვლასა და ცხოვრებისეულ წარმატებებს!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
IOTA Hotels
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek