9,008 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

RAA8J5V0 8 Eyl tarihinde yayınlandı 48 görüntüleme

მედიქალ ვორლდის ლაბორატორია

მედიქალ ვორლდის ლაბორატორია

Batum Tam zamanlı Gıda / Restoranlar
Oturum açın ve başvurun
₾800 / ay 9 Eki tarihine kadar başvurun

"მედიქალ ვორლდი" 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მას შემდეგ, აქტიურად ახორციელეს სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტს, სრულიად საქართველოს მასშტაბით. კომპანია "მედიქალ ვორლდი" ფლობს ასევე საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ლაბორატორიათა ქსელს რომელიც "მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის"სახელითაა ცნობილი "Medical World Spa&Wellnes"კი წარმოადგენს კომპანიის კიდევ ერთ მიმართულებას, რომელიც ორიენტირებულია, მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტზე. მიმდინარე წლის ივლისიდან "მედიქალ ვორლდის" ჰოლდინგს შემოუერთდა სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ცენტრი მედ 11, რომელიც წარმოადგენს გერმანული გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალს საქართველოში.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი!

"მედიქალ ვორლდის ლაბორატორია" აცხადებს ვაკანსიას ბათუმში ფლებოტომისტის პოზიციაზე.

სამუშაოს მდებარეობა: მდებარეობა: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. N 37; სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი (09:00 -17:00 სთ); შაბათი (09:00-14:00 სთ); ანაზღაურება: 800 ლარიდან გამოცდილების მიხედვით.

ექთანი-ფლებოტომისტის მოვალეობები:

  • პაციენტებისგან ვენური და კაპილარული სისხლის აღება ლაბორატორიული კვლევებისთვის;
  • ბიოლოგიური მასალის სწორად მარკირება, შენახვა და ტრანსპორტირებისთვის მომზადება;
  • პაციენტის იდენტიფიკაციისა და პროცედურის უსაფრთხოების წესების დაცვა;
  • სამუშაო ადგილის, ინსტრუმენტებისა და სამედიცინო ინვენტარის სტერილურობის უზრუნველყოფა;
  • პაციენტებისთვის პროცედურის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და კომფორტის უზრუნველყოფა;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება და მონაცემების აღრიცხვა;
  • ინფექციური კონტროლისა და ბიოუსაფრთხოების სტანდარტების დაცვა.

პიროვნული მახასიათებლები:

  • კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • ოპერატიულობა და პუნქტუალობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენთან დაგხვდებათ:

  • თანამედროვე და პროფესიული განვითარებისკენ ორიენტირებულ სამუშაო გარემო, სადაც ხარისხი, გუნდური თანამშრომლობა და პაციენტზე ზრუნვა წარმოადგენს საქმიანობის ძირითად ღირებულებებს;
  • კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლების უწყვეტ პროფესიულ განვითარებას, გამჭვირვალე სამუშაო პროცესებსა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას სტაბილურ და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ ორგანიზაციულ გარემოში.
  • ისარგებლებთ მნიშვნელოვანი ფასდაკლებით ლაბორატორიულ სერვისზე (ფასდაკლება მოქმედებს ოჯახის წევრებზეც).
  • FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა;

ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ შესაბამისი გვერდები: https://mlab.ge/; https://www.facebook.com/mlab.ge/?locale=ka_GE; https://www.facebook.com/mworld.ge/?locale=ka_GE 
 დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება. 
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
მედიქალ ვორლდის ლაბორატორია
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek