8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

RBP3MEYK 31 Ağu tarihinde yayınlandı 47 görüntüleme

ლაზიკა კაპიტალი

ლაზიკა კაპიტალი

განვადების მენეჯერი

Batum Staj Finans / Muhasebe
Orijinal ilana devam edin ↗
Müzakere edilebilir 29 Eyl tarihine kadar başvurun

საქართველოში წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ლაზიკა კაპიტალი" ეძებს აქტიურ და მოტივირებულ თანამშრომლებს განვადების მენეჯერის პოზიციაზე: ბათუმის ფილიალისთვის

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - გამოკვეთილი სურვილი და მოტივაცია მიაღწიოს წარმატებას და ზრდას საფინანსო ინდუსტრიაში. - კარგი ინტერპერსონალური და კომუნიკაციის უნარები - დეტალებისადმი ყურადღებისა და პრობლემის ოპტიმალური გადაჭრის უნარები - ანალიტიკური უნარები - ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში, ეკონომიკაში ან მასთან დაკავშირებულ სფეროში (სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი)

ჩვენს შესახებ: ჩვენ ვართ საქართველოში დაფუძნებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. ჩვენ ვზრუნავთ მცირე მეწარმეებისა და ფერმერების ფინანსურ და სოციალურ კეთილდღეობაზე საიმედო და გრძელვადიანი პარტნიორობის გზით.

ორგანიზაციის გაცხადებული მთავარი ღირებულებებია: პასუხისმგებლობა, ზრუნვა, განვითარება, პროფესიონალიზმი.

რატომ უნდა აირჩიოთ ლაზიკა კაპიტალი: სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ჯანსაღი ბალანსი: ჩვენთვის პრიორიტეტულია სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ჯანსაღი ბალანსი. რადგან ვიცით, რომ ბედნიერი, მოტივირებული თანამშრომელი ჩვენი საერთო წარმატების გასაღებია. ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ როგორც პიროვნულ, ასევე პროფესიულ განვითარებაში.

გზა მაღალანაზღაურებადი კარიერისკენ: ლაზიკა კაპიტალი აფასებს ნიჭს და მონდომებას. აღნიშნულ პოზიციაზე კარგი შედეგების მიღწევის და თანამშრომლის სურვილის შემთხვევაში, ჩვენ შემოგთავაზებთ მუდმივად მზარდ მაღალანაზღაურებად პოზიციას, თქვენი საქმიანობისა და ორგანიზაციაში შეტანილი წვლილიდან გამომდინარე.

მრავალფეროვანი პროგრამები: ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ თქვენს პროფესიულ და პიროვნულ ზრდას სხვადასხვა სასწავლო პროგრამების მეშვეობით, რომლებიც შექმნილია თქვენი უნარების გასაძლიერებლად: პროფესიული ზრდის პროგრამა: ჩვენ გვჯერა ჩვენი თანამშრომლების პოტენციალის და მზად ვართ ვიზრუნოთ მათ გაუმჯობესებაზე. ჩვენ გთავაზობთ სტრუქტურირებულ გზას, რომელიც დაგეხმარებათ კარიერულ წინსვლაში. იმის მიუხედავად თქვენ იწყებთ როგორც სტაჟიორი თუ გამოცდილი პროფესიონალი, ჩვენ გთავაზობთ მენტორობას, ქოუჩინგს და ინსტრუმენტთა ფართო სპექტრს რომელიც საჭიროა თქვენი განვითარებისთვის. ტრენინგების და პროფესიული ზრდის პროგრამები: "ლაზიკა კაპიტალში" ჩვენ ვაღიარებთ, რომ უწყვეტი სწავლა არის პიროვნული და პროფესიული განვითარების ქვაკუთხედი. ამიტომ ჩვენ გთავაზობთ ტრენინგის მრავალფეროვან პროგრამებს, რომლებიც მორგებულია თქვენს საჭიროებებზე. ტექნიკური უნარებიდან დაწყებული ლიდერობის განვითარების ჩათვლით. თქვენ გექნებათ წვდომა სწავლის მრავალფეროვან შესაძლებლობებზე, რაც მოგცემთ საშუალებას გამოირჩეოდეთ თქვენს პროფესიაში. თანამშრომელთა მოტივაციის პროგრამები: ჩვენ გვესმის, რომ მოტივირებული თანამშრომლები ჩვენი წარმატების მამოძრავებელი ძალაა. ჩვენი თანამშრომელთა მოტივაციის პროგრამები არ შემოიფარგლება მხოლოდ კონკურენტული ხელფასით და ბენეფიტებით. ჩვენ აღვნიშნავთ თქვენს მიღწევებს, ვაღიარებთ თქვენს შრომისმოყვარეობას და უზრუნველვყოფთ მხარდამჭერ, ინკლუზიურ გარემოს, რომელიც ხელს შეგიწყობთ იყოთ პროდუქტიულები და მაქსიმალურად გამოავლინოთ თქვენი პოტენციალი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ლაზიკა კაპიტალი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek