საწყობის თანამშრომელი
კომპანია "თოში" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
სტრუქტურული ერთეული: მიწოდების ჯაჭვის დეპარტამენტი უშუალო ხელმძღვანელი: საწყობის ხელმძღვანელი
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
- საწყობისა და სხვა ოპერაციების შეუფერხებლად მიმდინარეობის უზრუნველყოფა.
- შემოსული პროდუქციის მიღება, გადმოტვირთვა და რაოდენობრივი/ხარისხობრივი შემოწმება თანდართულ დოკუმენტაციასთან (სასაქონლო ზედნადები, შესყიდვის აქტი) შესაბამისად.
- საქონლის სწორად კლასიფიცირება, დათვლა/აწონვა, მარკირება და განთავსება/დასაწყობება.
- შეკვეთების შესაბამისად პროდუქციის სიზუსტით აკრეფა, შეფუთვა და გასაცემად მომზადება.
- გასაცემი საქონლის სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა სასაქონლო ზედნადების მონაცემებთან და მხოლოდ ამის შემდეგ დატვირთვა სატრანსპორტო საშუალებაზე.
- სასაწყობე ნაშთების მუდმივი კონტროლი და ინვენტარიზაციაში (აღწერა) მონაწილეობის მიღება.
- ნებისმიერი სახის დაზიანების, დანაკლისის ან სხვა შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება.
- საწყობის ტერიტორიაზე უსაფრთხოების, ჰიგიენისა და სტანდარტების დაცვა.
- ნარჩენების გატანის უზრუნველყოფა.
- პერიოდულ შეხვედრებზე დასწრება და არსებული პროცესების/მდგომარეობის განხილვა.
ანაზღაურება: 1200 - 1500 ლარი (ცვალებადია გრაფიკის მიხედვით)
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე ან ელფოსტაზე.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.