8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

RFD69RSE 21 Eyl tarihinde yayınlandı 29 görüntüleme

დიპლომატ ჰოლდინგი

დიპლომატ ჰოლდინგი

გაყიდვების აგენტი

Batum Tam zamanlı Lojistik / Sürücüler
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 22 Eki tarihine kadar başvurun

შპს "დიპლომატ ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე ბათუმში.

შპს "დიპლომატ ჰოლდინგი" არის საქართველოს მასშტაბით ლიდერ კომპანიათა შორის, რომელიც ახორციელებს დისტრიბუციას 2002 წლიდან და დღესდღეობით წარმოადგენს ისეთი მსხვილი კომპანიების ექსკლუზიურ დისტრიბუტორს, როგორებიცაა - Frixx, Perfetti (Chupa Chups) campina, ehrman, Choco pie, anakom, Hochland, white bear, Cherkizovo, Ramensky, Don johns, pasteroni, Orbetros, - საერთაშორისო ბრენდებს;

დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს : http://diplomatholding.com.ge/

ძირითადი მოთხოვნები:

  • იმავე სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • საკუთარი მსუბუქი ა/მანქანა;
  • მართვის მოწმობაBB კატეგორია;
  • უძრავი ან მოძრავი ქონებით უზრუნველყოფა.

მოვალეობები:

  • პროდუქტის მახასიათებლის კარგი ცოდნა;
  • მოლაპარაკების წარმოება გადახდის პირობების გათვალისწინებით;
  • პროდუქციის ოპტიმალური ნაშთის კონტროლი;
  • შეკვეთის სწორი გაფორმება;
  • სავაჭრო დარბაზში პროდუქციის სტანდარტების კონტროლი;

პიროვნული თვისებები:

  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
  • ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
  • კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • სხარტი აზროვნება;
  • დამოუკიდებლად სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო დღეები ორშაბათი - პარასკევის ჩათვლით
  • საწვავის ხარჯს ანაზღაურებს კომპანია.
  • ულიმიტო სასაუბრო დრო.
  • ჩვენ გთავაზობთ: პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას, მეგობრულ სამუშაო გარემოს და რაც მთავარია განვითარების, კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, მეილზე; დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
დიპლომატ ჰოლდინგი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek