9,008 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

RG9WBQHA 11 Eyl tarihinde yayınlandı 31 görüntüleme

კერძო საწარმოო კომპანია

კერძო საწარმოო კომპანია

Tiflis Tam zamanlı Diğer
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 12 Eki tarihine kadar başvurun

კერძო საწარმოო კომპანია ეძებს აგრონომს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი სამუშაო გრაფიკი: 5 დღე კვირაში; 08:00-17:00 ანაზღაურება: კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით

ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა;

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლისა და განვითარების პროცესის მართვა;
  • ნიადაგის, მცენარეებისა და მოსავლიანობის მონიტორინგი;
  • სასუქებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენების დაგეგმვა/კონტროლი;
  • დაავადებებისა და მავნებლების პრევენცია და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
  • ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანისა და მოვლის პროცესების მართვა;
  • ჩითილების გამოყვანის, მოვლისა და ღია გრუნტში გადარგვის პროცესის დაგეგმვა და კონტროლი;
  • აგროტექნიკური პროცესების დაგეგმვა და შესრულების კონტროლი;
  • სეზონური სამუშაოების კოორდინაცია;
  • წარმოების გუნდთან კოორდინირებული მუშაობა;
  • ანგარიშგებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება აგრონომიის ან შესაბამისი მიმართულებით; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** აგროტექნიკური პროცესებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების ცოდნა; ** ერთწლიან სასოფლო-სამეურნეო კულტურებთან მუშაობისა და ჩითილების გამოყვანის პრაქტიკული გამოცდილება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობისა და პროცესების მართვის უნარი.

კომპანიაში გელოდებათ სტაბილური სამუშაო გარემო, კეთილგანწყობილი გუნდი და კარიერული განვითარების შესაძლებლობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება — "აგრონომი".

თანამშრომელთა შერჩევის პროცესი წარიმართება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თანაბარი მოპყრობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის პრინციპების დაცვით.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
კერძო საწარმოო კომპანია
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek