8,896 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

RH145214 17 Eyl tarihinde yayınlandı 33 görüntüleme

The Design Mall

The Design Mall

ხარჯთაღრიცხვისა და ტექნიკური დოკუმენტაციის ინჟინერი

The Design Mall Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Finans / Muhasebe
Oturum açın ve başvurun
₾4000 / ay 18 Eki tarihine kadar başvurun

"DESIGN MALL" არის დიზაინისა და სარემონტო მასალების მოლი თბილისში, სადაც ერთ სივრცეში შეგიძლიათ შეარჩიოთ სარემონტო მასალები, ავეჯი და დეკორი, ასევე მიიღოთ პროფესიონალი დიზაინერებისა და არქიტექტორების მომსახურება.

მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ვეძებთ კვალიფიციურ, პასუხისმგებლიან და დეტალებზე ორიენტირებულ ხარჯთაღრიცხვისა და ტექნიკური დოკუმენტაციის ინჟინერს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს პროფესიონალურ გუნდს.

სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო რეჟიმი: სრული განაკვეთი ანაზღაურება: 4000 ლარიდან (კვალიფიკაციის შესაბამისად)

ძირითადი მოვალეობები:

  • სამუშაოების მოცულობების დათვლა
  • ხარჯთაღრიცხვის შედგენა და წარმოება
  • ფორმა №2-ის შედგენა
  • შესრულებული სამუშაოების მოცულობების შემოწმება
  • პროექტში/სამუშაოებში ცვლილებისას მოცულობების კორექტირება
  • დამატებითი და გამოკლებული სამუშაოების აღრიცხვა და ასახვა
  • ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება და განახლება
  • შესრულებული სამუშაოების ღირებულების გაანგარიშება

ძირითადი მოთხოვნები:

  • შესაბამის პოზიციაზე არანაკლებ 5-წლიანი პროფესიული სამუშაო გამოცდილება
  • ინფრასტრუქტურულ და/ან სამშენებლო პროექტებში მუშაობის გამოცდილება, განსაკუთრებით ფინანსური და საბუღალტრო მიმართულებით
  • Microsoft Excel-ის მაღალ, ექსპერტულ დონეზე ცოდნა, მათ შორის რთული ფორმულების, მონაცემთა ანალიზის, ანგარიშგებისა და ფინანსური მოდელირების ინსტრუმენტების პრაქტიკული გამოყენების უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტის მისამართზე სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ, ვაკანსიის დასახელება)

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს დიზაინ მოლის მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

თქვენ გაქვთ უფლება, მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. შესაბამისი მოთხოვნით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელექტრონულ მისამართზე.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
The Design Mall
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek