ხარჯთაღრიცხვისა და ტექნიკური დოკუმენტაციის ინჟინერი
"DESIGN MALL" არის დიზაინისა და სარემონტო მასალების მოლი თბილისში, სადაც ერთ სივრცეში შეგიძლიათ შეარჩიოთ სარემონტო მასალები, ავეჯი და დეკორი, ასევე მიიღოთ პროფესიონალი დიზაინერებისა და არქიტექტორების მომსახურება.
მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ვეძებთ კვალიფიციურ, პასუხისმგებლიან და დეტალებზე ორიენტირებულ ხარჯთაღრიცხვისა და ტექნიკური დოკუმენტაციის ინჟინერს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს პროფესიონალურ გუნდს.
სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო რეჟიმი: სრული განაკვეთი ანაზღაურება: 4000 ლარიდან (კვალიფიკაციის შესაბამისად)
ძირითადი მოვალეობები:
- სამუშაოების მოცულობების დათვლა
- ხარჯთაღრიცხვის შედგენა და წარმოება
- ფორმა №2-ის შედგენა
- შესრულებული სამუშაოების მოცულობების შემოწმება
- პროექტში/სამუშაოებში ცვლილებისას მოცულობების კორექტირება
- დამატებითი და გამოკლებული სამუშაოების აღრიცხვა და ასახვა
- ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება და განახლება
- შესრულებული სამუშაოების ღირებულების გაანგარიშება
ძირითადი მოთხოვნები:
- შესაბამის პოზიციაზე არანაკლებ 5-წლიანი პროფესიული სამუშაო გამოცდილება
- ინფრასტრუქტურულ და/ან სამშენებლო პროექტებში მუშაობის გამოცდილება, განსაკუთრებით ფინანსური და საბუღალტრო მიმართულებით
- Microsoft Excel-ის მაღალ, ექსპერტულ დონეზე ცოდნა, მათ შორის რთული ფორმულების, მონაცემთა ანალიზის, ანგარიშგებისა და ფინანსური მოდელირების ინსტრუმენტების პრაქტიკული გამოყენების უნარი
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტის მისამართზე სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ, ვაკანსიის დასახელება)
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს დიზაინ მოლის მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.
თქვენ გაქვთ უფლება, მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. შესაბამისი მოთხოვნით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელექტრონულ მისამართზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.