9,005 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

RH4FHJ3Q 9 Eyl tarihinde yayınlandı 58 görüntüleme

Construction Service

Construction Service

გეოდეზისტი

Tiflis Tam zamanlı İnşaat / Tadilat
Orijinal ilana devam edin ↗
Müzakere edilebilir 10 Eki tarihine kadar başvurun

სამშენებლო კომპანია შპს "Construction service" აცხადებს ვაკანსიას გეოდეზისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი სამუშაო დრო: სრული ანაზღაურება: შეთანხმებით

კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს https://www.cs.ge/ge

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • პროფესიული განათლება ინჟინერ-გეოდეზისტის მიმართულებით;
  • გეოდეზისტად მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენის ფლობა;
  • სასურველია Revit ცოდნა
  • აუცილებელია AutoCAD (AutoCAD Civil 3D) Leica Geo Office / Trimble Business Center ცოდნა პროფესიულ დონეზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროექტების მიხედვით გეოდეზიური სამუშაოების დაგეგმვა და შესრულება
  • შესრულებული სამუშაოების შეფასება, მონაცემების ანალიზი და დასკვნების გამოტანა.
  • გეოდეზიური მოწყობილობების, ტექნოლოგიებისა და აპარატურის სწორად გამოყენება.
  • გეოდეზიური მონაცემების შეგროვება და მათ გაანალიზება სამუშო პროცესის დასაწყისიდან დამთავრებამდე.
  • საჭიროების მიხედვით გეოდეზიური რუკების, გეგმების, პროფილებისა და სხვა გრაფიკული მასალების მომზადება.
  • შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი და შესაბამისობის დარღვევების დროს რისკების მინიმიზაცია.
  • მონაცემთა სიზუსტისა და საიმედოობის მუდმივი შემოწმება.
  • გეოდეზიური სამუშაოების განხორციელების დაგეგმვა და ორგანიზება, ბიუჯეტების კონტროლი.
  • საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლობა სხვადასხვა პროფესიონალებთან (ინჟინრებთან, არქიტექტორებთან და სხვა).
  • მუშაობა მშენებლობისა და სხვა პროექტების მართვის ჯგუფებში.
  • გეოდეზიური მონაცემების კომპიუტერული დამუშავება და სპეციალიზებული პროგრამების გამოყენება
  • ყველა ჩატარებული სამუშაოს აღწერილობის დეტალური დოკუმენტაციის მომზადება.
  • მიღებული შედეგების სარეპორტო დოკუმენტების შედგენა და წარდგენა ზედამხედველობასთან.
  • გეოდეზიური სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში რისკების ანალიზი და მათი მინიმიზაციისთვის სტრატეგიების შექმნა.
  • საჭიროების შემთხვევაში სამუშაოების გადასინჯვა და კორექტირებები.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • ორგანიზებულობა.
  • დავალების სწრაფად და ზუსტად შესრულების უნარი.
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.
  • ყურადღებიანი და დეტალებში ორიენტირებული.
  • გუნდური მუშაობის უნარი.
  • დროის მართვის უნარი.

კონკურსის ეტაპები:

  • შესარჩევი სიის მომზადება;
  • გასაუბრება ადამიანური რესურსების მენეჯერთან;
  • გასაუბრება დირექტორთან და უშუალო ხელმძღვანელთან;

ჩვენ ძალიან გვიხარია შენი რეზიუმეს მიღება! გამოგვიგზავნე CV ელ.ფოსტაზე jobs.cs.ge და არ დაგავიწყდეს მნიშვნელოვანია სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს"Construction service`დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 თვის განმავლობაში. თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავებული იქნება შპს "Construction service-ადამიანური რესურსების განყოფილების მიერ.

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
Construction Service
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek