9,008 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

RQMNQ81P 8 Eyl tarihinde yayınlandı 56 görüntüleme

ზუმერი

ზუმერი

გაყიდვების კონსულტანტი

ზუმერი Dış ilan
Kutaisi Tam zamanlı Satış
Orijinal ilana devam edin ↗
₾1000–1700 / ay 9 Eki tarihine kadar başvurun

კომპანია "ზუმერი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალში გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე:

სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი

ზუმერი გთავაზობთ:

  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს: დღეში 8 საათი, კვირაში 5 დღე (სურვილის შესაბამისად, შესაძლებელია დასვენების 2 დღის შეთანხმება)
  • მაღალ და ბაზარზე კონკურენტულ ანაზღაურებას, 1000-1700 ლარს;
  • კარიერული წინსვლისა და რეალური დაწინაურების შესაძლებლობას;
  • სტუდენტებისთვის სწავლის სრული დაფინანსების შესაძლებლობას;
  • წლის ბოლოს, ფილიალებში ყველაზე კარგი შედეგების მქონე თანამშრომლების ევროპაში მოგზაურობას, კომპანიის სრული დაფინანსებით;
  • ციფრული ტექნიკისა და გაყიდვების კომპლექსურ სწავლებას, როგორც შიდა ტრენერების, ასევე მოწვეული ტრენერების ტრენინგების საშუალებით;
  • მრავალფეროვან წახალისების სისტემას;
  • დამატებით ბონუსებს, როგორც ყოველთვიურად, ასევე სამ თვეში ერთხელ;
  • სხვადასხვა კორპორაციულ აქტივობებს: სპორტულ და გასართობ აქტივობებს, ინტელექტუალურ თამაშებს, მოწვეულ სპიკერებს აქტუალური თემების გათვალისწინებით და ა.შ.;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის დაფინანსებით;
  • სხვა და სხვა ტრენინგებსა და კურსებს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.

ძირითადი მოთხოვნები:

  • ვეძებთ მოტივირებულ, ენერგიულ და ორგანიზებულ ადამიანებს;
  • ციფრული ტექნიკის ცოდნა აუცილებელი არ არის, სურვილი და ინტერესი საკმარისია დანარჩენს ჩვენ გასწავლით;
  • მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება სასურველია;
  • მნიშვნელოვანია გამართული პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა აუცილებელია.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლის მიერ შერჩეული პროდუქტის ტექნიკური შემოწმება;
  • კომპანიის სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა;
  • გაყიდული პროდუქტის შესახებ საგარანტიო პირობების გაცნობა მომხმარებლისთვის.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

წარმატებას გისურვებთ!

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/RsKDmvEA9V

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ზუმერი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek