კარდიოლოგი
სს „ვიანი“- ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი აცხადებს კარდიოლოგის ვაკანსიას.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ზ. იარაჯულის N8. სამუშაო გრაფიკი: 16-საათიანი მორიგეობის გრაფიკი.
ძირითადი მოვალეობები: - პაციენტების მიღება, გასინჯვა და ანამნეზის შეკრება; - პაციენტის მდგომარეობის შეფასება, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა; - კარდიოლოგიური პაციენტების მართვა და დინამიკური მეთვალყურეობა; - საჭირო დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული კვლევების დანიშვნა და შედეგების შეფასება; - პაციენტისა და/ან მისი ოჯახის წევრების ინფორმირება ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მკურნალობის გეგმის შესახებ; - სამედიცინო დოკუმენტაციის სრულყოფილად და დროულად წარმოება; - ჰოსპიტალში მოქმედი კლინიკური გაიდლაინების, პროტოკოლებისა და შიდა რეგულაციების დაცვა; - მულტიდისციპლინურ გუნდთან თანამშრომლობა პაციენტის ეფექტური მართვის მიზნით. - საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დოკუმენტაციის გაცემის უზრუნველყოფა; - საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სავალდებულოა შესაბამის სპეციალობაში სახელმწიფო სერთიფიკატი; - სავალდებულოა აღნიშნული მიმართულებით სამუშაო გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ: - ჯანმრთელობის დაზღვევას („იმედი-L“); - თანამშრომლებისთვის ამბულატორიულ სამედიცინო სერვისებზე 50%-იან ფასდაკლებას; - „GPC“-ისა და „ფარმადეპოს“ აფთიაქებში ფასდაკლებებს; - „Fitpass“-ის აბონემენტით სარგებლობის შესაძლებლობას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.