ტექნიკური პროექტის ხელმძღვანელი/ინჟინერი
20 Kas tarihinde yayınlandı (30 gün kaldı) 20 Ara tarihine kadar başvurun
"HR LINE" ერთ-ერთი კომპანიისთვის, თბილისში, ეძებს ტექნიკური პროექტის ხელმძღვანელს (ინჟინერი)
პროექტის შესახებ
პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით 100-მდე რეზერვუარზე თანამედროვე საზომი სენსორების მონტაჟს. სენსორების დანიშნულებაა რეზერვუარებში სითხის დონის და ტემპერატურის უწყვეტი კონტროლი.
პროექტის ფარგლებში შერჩეული ინჟინერი თავდაპირველად შეისწავლის სენსორების მუშაობის პრინციპებს, ტექნიკურ მახასიათებლებსა და მონტაჟის სპეციფიკას, შემდგომ კი მიღებული ცოდნის საფუძველზე დაგეგმავს და უხელმძღვანელებს სამონტაჟო სამუშაოებს.
პოზიციის მიზანი
პროექტის ტექნიკური და საორგანიზაციო მართვა, სამონტაჟო სამუშაოების დაგეგმვა, ტექნიკური ჯგუფების კოორდინაცია და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი.
ძირითადი მოვალეობები
- სენსორების, მათი მუშაობის პრინციპებისა და ტექნიკური მახასიათებლების შესწავლა;
- ტექნიკური დოკუმენტაციის, ინსტრუქციებისა და სამონტაჟო სქემების გაცნობა და გააზრება;
- სენსორების მონტაჟის სპეციფიკისა და ტექნიკური მოთხოვნების შესწავლა;
- რეზერვუარების რაოდენობისა და ტექნიკური თავისებურებების გათვალისწინებით სამონტაჟო პროცესის დაგეგმვა;
- სამუშაო გრაფიკის შედგენა და პროექტის ეტაპების განსაზღვრა;
- მონტაჟის ჯგუფებისთვის სამუშაოების განაწილება და დავალებების განსაზღვრა;
- მონტაჟის ჯგუფების სამუშაო ობიექტებზე გასვლის ორგანიზება და მათი საქმიანობის კოორდინაცია;
- სამონტაჟო სამუშაოების ადგილზე ზედამხედველობა და შესრულების ხარისხის კონტროლი;
- დამონტაჟებული სენსორების მუშაობის შედეგების შემოწმებისა და ტესტირების პროცესში მონაწილეობა;
- ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრის პროცესის კოორდინაცია;
- შესრულებული სამუშაოების აღრიცხვა და პროექტის მიმდინარეობის შესახებ ანგარიშგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი ტექნიკური განათლება ინჟინერიის, ელექტროინჟინერიის, ელექტრონიკის, ავტომატიკის, მექატრონიკის ან მონათესავე მიმართულებით;
- ტექნიკურ ან საინჟინრო სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
- ელექტრონული, საზომი ან ავტომატიზაციის მოწყობილობების მუშაობის პრინციპების ცოდნა;
- ტექნიკური დოკუმენტაციისა და სქემების წაკითხვისა და გააზრების უნარი;
- ელექტროტექნიკისა და ფიზიკის ცოდნა;
- ტექნიკური და ანალიტიკური აზროვნება;
- ახალი ტექნოლოგიებისა და მოწყობილობების დამოუკიდებლად შესწავლისა და ათვისების უნარი;
- სამუშაო პროცესების დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- ტექნიკური ჯგუფების კოორდინაციისა და შესრულებული სამუშაოების კონტროლის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები
- პროექტის განხორციელების ადგილი: საქართველოს სხვადასხვა რეგიონში;
- პროექტის ხანგრძლივობა პირველ ეტაპზე: 6-8 თვე;
- სამუშაოები განხორციელდება ეტაპობრივად, წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად;
- რეგიონში მუდმივად გადასვლა საჭირო არ არის — ადგილზე ყოფნა გათვალისწინებულია სამონტაჟო სამუშაოების პერიოდში;
- კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას, საცხოვრებელსა და ყველა სამივლინებო ხარჯს;
- პროექტის დასრულების შემდეგ იგეგმება მუდმივი ტექნიკური გუნდის ჩამოყალიბება და გრძელვადიანი თანამშრომლობა.
თანამშრომლობის ფორმა და ანაზღაურება
განიხილება თანამშრომლობის ორი ალტერნატიული ფორმა:
1. მუდმივი დასაქმება - შრომითი ხელშეკრულება და ფიქსირებული ყოველთვიური ანაზღაურება. 2. პროექტზე დაფუძნებული თანამშრომლობა, თითოეული მონტაჟისთვის განსაზღვრული ანაზღაურებით.
თანამშრომლობის ფორმა და ანაზღაურების პირობები განისაზღვრება კანდიდატის სურვილისა და გამოცდილების გათვალისწინებით.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ტექნიკური პროექტის ხელმძღვანელი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნით ავტომატურად ადასტურებთ თქვენს თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს და შერჩევის შემთხვევაში გადაეცეს დამკვეთ კომპანიას შემდგომი განხილვის მიზნით.