გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

RYAEDZA4 გამოქვეყნდა 20 ნოე 22 ნახვა

ტექნიკური პროექტის ხელმძღვანელი/ინჟინერი

HR Line გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სხვა
შეთანხმებით შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 20 ნოე (დარჩა 30 დღე) ბოლო ვადა: 20 დეკ

ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაში

"HR LINE" ერთ-ერთი კომპანიისთვის, თბილისში, ეძებს ტექნიკური პროექტის ხელმძღვანელს (ინჟინერი)

პროექტის შესახებ

პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით 100-მდე რეზერვუარზე თანამედროვე საზომი სენსორების მონტაჟს. სენსორების დანიშნულებაა რეზერვუარებში სითხის დონის და ტემპერატურის უწყვეტი კონტროლი.

პროექტის ფარგლებში შერჩეული ინჟინერი თავდაპირველად შეისწავლის სენსორების მუშაობის პრინციპებს, ტექნიკურ მახასიათებლებსა და მონტაჟის სპეციფიკას, შემდგომ კი მიღებული ცოდნის საფუძველზე დაგეგმავს და უხელმძღვანელებს სამონტაჟო სამუშაოებს.

პოზიციის მიზანი

პროექტის ტექნიკური და საორგანიზაციო მართვა, სამონტაჟო სამუშაოების დაგეგმვა, ტექნიკური ჯგუფების კოორდინაცია და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი.

ძირითადი მოვალეობები

  • სენსორების, მათი მუშაობის პრინციპებისა და ტექნიკური მახასიათებლების შესწავლა;
  • ტექნიკური დოკუმენტაციის, ინსტრუქციებისა და სამონტაჟო სქემების გაცნობა და გააზრება;
  • სენსორების მონტაჟის სპეციფიკისა და ტექნიკური მოთხოვნების შესწავლა;
  • რეზერვუარების რაოდენობისა და ტექნიკური თავისებურებების გათვალისწინებით სამონტაჟო პროცესის დაგეგმვა;
  • სამუშაო გრაფიკის შედგენა და პროექტის ეტაპების განსაზღვრა;
  • მონტაჟის ჯგუფებისთვის სამუშაოების განაწილება და დავალებების განსაზღვრა;
  • მონტაჟის ჯგუფების სამუშაო ობიექტებზე გასვლის ორგანიზება და მათი საქმიანობის კოორდინაცია;
  • სამონტაჟო სამუშაოების ადგილზე ზედამხედველობა და შესრულების ხარისხის კონტროლი;
  • დამონტაჟებული სენსორების მუშაობის შედეგების შემოწმებისა და ტესტირების პროცესში მონაწილეობა;
  • ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრის პროცესის კოორდინაცია;
  • შესრულებული სამუშაოების აღრიცხვა და პროექტის მიმდინარეობის შესახებ ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება ინჟინერიის, ელექტროინჟინერიის, ელექტრონიკის, ავტომატიკის, მექატრონიკის ან მონათესავე მიმართულებით;
  • ტექნიკურ ან საინჟინრო სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • ელექტრონული, საზომი ან ავტომატიზაციის მოწყობილობების მუშაობის პრინციპების ცოდნა;
  • ტექნიკური დოკუმენტაციისა და სქემების წაკითხვისა და გააზრების უნარი;
  • ელექტროტექნიკისა და ფიზიკის ცოდნა;
  • ტექნიკური და ანალიტიკური აზროვნება;
  • ახალი ტექნოლოგიებისა და მოწყობილობების დამოუკიდებლად შესწავლისა და ათვისების უნარი;
  • სამუშაო პროცესების დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • ტექნიკური ჯგუფების კოორდინაციისა და შესრულებული სამუშაოების კონტროლის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები

  • პროექტის განხორციელების ადგილი: საქართველოს სხვადასხვა რეგიონში;
  • პროექტის ხანგრძლივობა პირველ ეტაპზე: 6-8 თვე;
  • სამუშაოები განხორციელდება ეტაპობრივად, წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად;
  • რეგიონში მუდმივად გადასვლა საჭირო არ არის — ადგილზე ყოფნა გათვალისწინებულია სამონტაჟო სამუშაოების პერიოდში;
  • კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას, საცხოვრებელსა და ყველა სამივლინებო ხარჯს;
  • პროექტის დასრულების შემდეგ იგეგმება მუდმივი ტექნიკური გუნდის ჩამოყალიბება და გრძელვადიანი თანამშრომლობა.

თანამშრომლობის ფორმა და ანაზღაურება

განიხილება თანამშრომლობის ორი ალტერნატიული ფორმა:

1. მუდმივი დასაქმება - შრომითი ხელშეკრულება და ფიქსირებული ყოველთვიური ანაზღაურება. 2. პროექტზე დაფუძნებული თანამშრომლობა, თითოეული მონტაჟისთვის განსაზღვრული ანაზღაურებით.

თანამშრომლობის ფორმა და ანაზღაურების პირობები განისაზღვრება კანდიდატის სურვილისა და გამოცდილების გათვალისწინებით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ტექნიკური პროექტის ხელმძღვანელი

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნით ავტომატურად ადასტურებთ თქვენს თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს და შერჩევის შემთხვევაში გადაეცეს დამკვეთ კომპანიას შემდგომი განხილვის მიზნით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა