8,960 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

S07ZR5J5 25 Ağu tarihinde yayınlandı 54 görüntüleme

ფრიდომ მოტორსი

ფრიდომ მოტორსი

გაყიდვების მენეჯერი

Tiflis Tam zamanlı Satış
Oturum açın ve başvurun
₾1500–10000 / ay 24 Eyl tarihine kadar başvurun

Freedom Motors თბილისში ახალ ოფისს ხსნის და გაყიდვების მენეჯერს ეძებს!

თუ კარგად იცნობ ქართულ გარემოს, გესმის ადგილობრივი მენტალიტეტი და ადამიანებთან ურთიერთობის სტილი, თავისუფლად საუბრობ ქართულად და შეგიძლია რუსულად კომუნიკაცია — გვინდა გაგიცნოთ.

თუ ამას ემატება ავტომობილების მიმართ ინტერესი და სურვილი, რომ შენი შემოსავალი შენს შედეგზე იყოს დამოკიდებული — ეს პოზიცია შენთვისაა.

Freedom Motors 2011 მოტოციკლების საერთაშორისო მიწოდების სფეროში. ვმუშაობთ სამხრეთ კორეასთან, ჩინეთთან, აშშ-სთან, ევროპასთან, კანადასთან და იაპონიასთან.

რას გააკეთებ? - შემომავალი კლიენტების მოთხოვნების დამუშავება - ახალი კლიენტების მოძიება და აქტიური გაყიდვები - კლიენტების კონსულტირება ავტომობილებისა და მოტოციკლების შერჩევაში - ფასის, შეძენისა და მიწოდების პირობების მარტივად და გასაგებად ახსნა - კლიენტთან კომუნიკაცია პირველი კონტაქტიდან გარიგების დასრულებამდე CRM სისტემაში - არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის შენარჩუნება

ვის ვეძებთ? - ქართული ენის თავისუფლად ცოდნა — აუცილებელია - რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე — აუცილებელია - ქართული გარემოს, ადგილობრივი მენტალიტეტისა და კომუნიკაციის თავისებურებების კარგი ცოდნა - ადამიანებთან მარტივად ურთიერთობისა და საერთო ენის პოვნის უნარი - პასუხისმგებლობა და შედეგზე ორიენტაცია - ავტომობილების მიმართ ინტერესი და მათი მოწყობის საბაზისო ცოდნა - სწავლისა და გაყიდვებში განვითარების სურვილი

გაყიდვების გამოცდილება სასურველია, მაგრამ აუცილებელი არაა — ყველაფერს გასწავლით.

რას გთავაზობთ? - ფიქსირებული ხელფასი — 1500 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან - შემოსავალი — 3000-დან 10000 ლარამდე, პირადი შედეგების მიხედვით - სრული სწავლება კომპანიის ხარჯზე - ოფიციალური დასაქმება - თანამედროვე ოფისი თბილისში — გიორგი დანელიას ქუჩა №4, მეტრო „სახელმწიფო უნივერსიტეტიდან“ - დაახლოებით 10 წუთის სავალზე

კარიერული ზრდა: მენეჯერი → უფროსი მენეჯერი → განყოფილების ხელმძღვანელი თუ კარგად იცნობ ადგილობრივ ბაზარს და ადამიანებს, თავისუფლად საუბრობ ქართულად, შეგიძლია რუსულად კომუნიკაცია და გინდა გაყიდვებში კარგი შემოსავალი მიიღო — გამოგვიგზავნე CV პირად შეტყობინებაში.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე.

შემოუერთდი Freedom Motors-ის გუნდს!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ფრიდომ მოტორსი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek