8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

S8J75EWK 17 Eyl tarihinde yayınlandı 57 görüntüleme

პაბ ინვესტი

პაბ ინვესტი

იურიდიული დეპარტამენტის სპეციალისტი

Tiflis Tam zamanlı Hukuk
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 18 Eki tarihine kadar başvurun

"პაბ ინვესტი" - საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მოქმედი ფინანსური ორგანიზაცია გთავაზობთ დასაქმებას. გახდი ჩვენი გუნდის წევრი და მიიღე მრავალპროფილური კვალიფიკაცია, რითაც შეძლებ დაეხმარო ადამიანებს ფინანსური მდგომარეობის რეაბილიტაციაში.

იმუშაო ჩვენთან, ნიშნავს, შეუერთდე საქართველოს ბაზრის ლიდერ კომპანიას, რომელიც 2019 წლიდან ახორციელებს ინვესტიციებს, თანამშრომლობს არაერთ საერთაშორისო ფონდთან და ორგანიზაციასთან.

"პაბ ინვესტი" აცხადებს ვაკანსიას იურიდიული დეპარტამენტის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-16:00 საათამდე

ძირითადი ფუნქციები:

  • დოკუმენტაციის დასკანერება და აღრიცხვა;
  • აღრიცხული დოკუმენტაციის პროგრამულად ასახვა;
  • აღრიცხული დოკუმენტაციის დაბაინდერება;
  • ელ-ფოსტის მართვა;
  • საფოსტო გზავნილების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel-მომხმარებლის დონეზე);
  • ანალოგიურ სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;

პიროვნული მახასიათებლები:

  • ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
  • სამუშაოს სწორად დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
  • პუნქტუალურობა.

გთავაზობთ:

  • განვითარებას და კარიერულ წინსვლას;
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ფიტპასს;

დაინტერესების შემთხვევაში თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ მოცემულ მოთხოვნებს - გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და რეგიონი.

მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - "მონაცემები"), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში. მონაცემთა დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან/და სხვა ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა. მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. თანხმობის გაუქმება შესაძლებელია ამავე ელ. ფოსტაზე მომართვით. ასეთ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა აღარ განიხილება მოცემულ ან/და სხვა პოზიციაზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვა.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
პაბ ინვესტი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek