მიმტანი/მომსახურე პერსონალი
"სუში რუმი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის/მომსახურე პერსონალის პოზიციაზე.
გაიხსნა "სუში რუმის" პრემიუმ ტიპის ახალი არტიზანული რესტორანი ვაკეში.
ვეძებთ ერთგულ და მომხმარებელზე ორიენტირებულ მომსახურე პერსონალს/ მიმტანს.
ანაზღაურება: საათში 10 ლარამდე (გამოცდილების და უნარების შესაბამისად) სამუშაო განაკვეთი: სრული/ნახევარი
რას გთავაზობთ:
- მაღალ ანაზღაურებას თქვენი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით;
- უნიკალური შესაძლებლობას გაიზარდოთ პრემიუმ ბრენდთან ერთად;
- დახვეწილ, გემოვნებიან და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- სადაზღვევო პაკეტის არჩევანს.
მოთხოვნები:
- ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- ძლიერი სამუშაო ეთიკა, დეტალებისადმი ყურადღება და საიმედოობა;
- პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა აუცილებელია;
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მომსახურების სფეროში;
- ქართული და ინგლისური ენის გამართული ცოდნა.
პასუხისმგებლობა/მოვალეობები:
- მომხმარებლის კონსულტაცია და მომსახურება;
- სალაროსთან მუშაობა.
გამოაგზავნეთ თქვენი CV და მოკლე სამოტივაციო წერილი ელფოსტაზე, სათაურის ველში "მომსახურე პერსონალი".
"სუში რუმი" მოწოდებულია თქვენი ზრდისა და წარმატებისკენ. ერთად შევქმნათ მომსახურების მაღალი სტანდარტი ჩვენს ქალაქში.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.