8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

SDVHAAN1 11 Eyl tarihinde yayınlandı 58 görüntüleme

დიჯიტრონი

დიჯიტრონი

მარკეტინგის სპეციალისტი

Tiflis Staj Pazarlama / Halkla İlişkiler
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 26 Eyl tarihine kadar başvurun

კომპანია "Digitron" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

პროგრამა ბალანსი ERP ტიპის პროგრამული გადაწყვეტილებაა ბიზნესის აღრიცხვისა და მართვისთვის და არის Cloud ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პირველი სააღრიცხვო პროგრამა საქართველოში. ბალანსი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის უზრუნველყოფს საოპერაციო და საბუღალტრო აღრიცხვას ერთიან სისტემაში. პროგრამა დაწერილია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროგრამული პლატფორმის - 1C-ის ბაზაზე.

ბალანსის გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს, მუდმივ სწავლებასა და განვითარებას.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ტატიშვილის ჩიხი 1. სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი 09:30 - 18:30, ორშაბათი - პარასკევი

აღწერა:

ფუნქცია/მოვალეობები:

  • მარკეტინგული კამპანიების, ღონისძიებების და აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება
  • კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის და საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა ხელმძღვანელთან ერთად
  • ციფრული პლატფორმების მართვა (Facebook, Instagram, Youtube, Linkedin, TikTok, Google Ads): სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, გაშვება და ოპტიმიზაცია
  • ციფრული არხებისთვის კონტენტის შექმნა
  • სოციალური მედიიდან მიღებული ლიდების ანალიზი, პირველადი უკუკავშირის დამყარება და გადამისამართება პასუხისმგებელ პირებთან

მოთხოვნები:

  • მარკეტინგის სფეროში მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება
  • ციფრული მარკეტინგის არხების მართვის პრაქტიკული გამოცდილება
  • Meta Ads Manager-ის და Google Ads-ის გამოყენების გამოცდილება
  • ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია)

პიროვნული თვისებები:

  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
  • გუნდურად მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე.

გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ "მარკეტინგის სპეციალისტი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 25.09.2026

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს 5 წლის ვადით. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს (აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობა დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.

ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მსგავსად, ემხრობით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აკრძალვას, რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
დიჯიტრონი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek