8676 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

SDVHAAN1 გამოქვეყნდა 11 სექ 4 ნახვა

დიჯიტრონი

დიჯიტრონი

მარკეტინგის სპეციალისტი

დიჯიტრონი გარე განცხადება
თბილისი სტაჟირება მარკეტინგი / PR
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კომპანია "Digitron" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

პროგრამა ბალანსი ERP ტიპის პროგრამული გადაწყვეტილებაა ბიზნესის აღრიცხვისა და მართვისთვის და არის Cloud ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პირველი სააღრიცხვო პროგრამა საქართველოში. ბალანსი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის უზრუნველყოფს საოპერაციო და საბუღალტრო აღრიცხვას ერთიან სისტემაში. პროგრამა დაწერილია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროგრამული პლატფორმის - 1C-ის ბაზაზე.

ბალანსის გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს, მუდმივ სწავლებასა და განვითარებას.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ტატიშვილის ჩიხი 1.

სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი 09:30 - 18:30, ორშაბათი - პარასკევი

აღწერა:

ფუნქცია/მოვალეობები:

** მარკეტინგული კამპანიების, ღონისძიებების და აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება

** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის და საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა ხელმძღვანელთან ერთად

** ციფრული პლატფორმების მართვა (Facebook, Instagram, Youtube, Linkedin, TikTok, Google Ads): სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, გაშვება და ოპტიმიზაცია

** ციფრული არხებისთვის კონტენტის შექმნა

** სოციალური მედიიდან მიღებული ლიდების ანალიზი, პირველადი უკუკავშირის დამყარება და გადამისამართება პასუხისმგებელ პირებთან

მოთხოვნები:

** მარკეტინგის სფეროში მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება

** ციფრული მარკეტინგის არხების მართვის პრაქტიკული გამოცდილება

** Meta Ads Manager-ის და Google Ads-ის გამოყენების გამოცდილება

** ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია)

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება

** გუნდურად მუშაობის უნარი

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა

** ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე.

გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ "მარკეტინგის სპეციალისტი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 25.09.2026

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს 5 წლის ვადით. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს (აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობა დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.

ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მსგავსად, ემხრობით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აკრძალვას, რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
დიჯიტრონი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა