8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

SQ6ECX64 14 Eyl tarihinde yayınlandı 45 görüntüleme

უნიკომი

უნიკომი

ტექნიკოსი

Kutaisi Tam zamanlı Lojistik / Sürücüler
Oturum açın ve başvurun
₾1500–2000 / ay 15 Eki tarihine kadar başvurun

UNICOM აცხადებს ტექნიკოსის ვაკანსიას ქუთაისის ფილიალში.

კომპანიის შესახებ:

UNICOM არის ტექნიკის მაღაზიათა ქსელი, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2006 წლიდან საქმიანობს. ჩვენი მიზანია, მომხმარებლისთვის თანამედროვე ტექნოლოგიები გავხადოთ ხელმისაწვდომი და პროფესიონალური მომსახურებით დავეხმაროთ მის საჭიროებებზე მორგებული სწორი არჩევანის გაკეთებაში.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი, გრანდ მოლი, ჭავჭავაძის გამზირი №67 სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი ანაზღაურება: ფიქსირებული 1, 000 ლარი + შედეგებზე დაფუძნებული ბონუსი სავარაუდო ჯამური შემოსავალი: თვეში 1, 500-2, 000 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპიუტერების, ლეპტოპების, სმარტფონებისა და სხვა ტექნიკის პირველადი დიაგნოსტიკა;
  • კომპიუტერული და მობილური მოწყობილობების პროგრამული გამართვა;
  • Windows-ის, დრაივერებისა და საჭირო პროგრამების ინსტალაცია;
  • მონაცემების გადატანა და მოწყობილობების საწყისი კონფიგურაცია;
  • მომხმარებლის ანგარიშების, ელექტრონული ფოსტისა და სხვადასხვა სერვისის გამართვაში დახმარება;
  • Android და iOS მოწყობილობების პროგრამული მხარდაჭერა;
  • ტექნიკური პრობლემების მიზეზების დადგენა და მომხმარებლისთვის გასაგებად განმარტება;
  • შესრულებული მომსახურების აღრიცხვა და დადგენილი პროცედურების დაცვა;
  • მომსახურების ხარისხისა და სამუშაო ადგილის მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა;
  • საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლისთვის დამატებითი ტექნიკური მომსახურებების შეთავაზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კომპიუტერული და მობილური ტექნიკის კარგი ცოდნა;
  • Windows და Android ოპერაციულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • iOS-ისა და iCloud-ის ძირითადი ფუნქციების ცოდნა;
  • პროგრამული და ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ყურადღება;
  • მომხმარებელთან თავაზიანი და გასაგები კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობისა და განვითარების სურვილი.
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • ფიქსირებულ ანაზღაურებასა და შედეგებზე დამოკიდებულ ბონუსს;
  • პროფესიული ცოდნისა და უნარების განვითარების შესაძლებლობას;
  • ტექნოლოგიურ სფეროში მუშაობასა და მრავალფეროვან მოწყობილობებთან პრაქტიკულ გამოცდილებას;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია:

  • პატიოსნება
  • პასუხისმგებლობა
  • გუნდურობა
  • ინიციატივა
  • მომხმარებლის პატივისცემა

თუ გინდა იმუშაო გარემოში, სადაც შენი მონდომება და შედეგი ფასდება, შემოუერთდი UNICOM-ის გუნდს! შერჩევის პროცესი განხორციელდება ორ ეტაპად:

  • რეზიუმეების გადარჩევა;
  • გასაუბრება.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება მაგალითად (ტექნიკოსი ქუთაისი).

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
უნიკომი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek