Kazan

İnsanları findjobs.ge'ye getirin, ödediklerinin %5⁠–⁠25 kadarını kazanın. Başlamak ücretsiz, ödeme sonuca göre.

← Tüm iş ilanları

SV1QHSY4 6 Kas tarihinde yayınlandı 13 görüntüleme

დავების განხილვის სამსახურის უფროსის მოადგილე

Tiflis Tam zamanlı Finans / Muhasebe
Görüşülür 16 Kas tarihine kadar başvurun
Oturum açın ve başvurun

სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: დავების განხილვის სამსახურის უფროსის მოადგილე.

სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი სამსახურის ადგილმდებარეობა - საქართველო, თბილისი

სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდი არის "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებისთვის, მართვისა და ადმინისტრირებისთვის. დავების განხილვის სამსახური წარმოადგენს საპენსიო ფონდის დამოუკიდებელ ერთეულს, რომელიც ანგარიშვალდებულია მმართველობითი საბჭოს წინაშე.

მოთხოვნები

  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • არანაკლებ 5 წლის პროფესიული სამუშაო გამოცდილება;
  • ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება;
  • არ შეიძლება საპენსიო ფონდის დავების განხილვის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნოს პირი, რომელიც ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის, ტერორიზმის დაფინანსებისთვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის, ნარკოტიკული ან სხვა ეკონომიკური დანაშაულის ჩადენისთვის, აგრეთვე პირი, რომლის ქმედებამ ფინანსური ინსტიტუტის გადახდისუუნარობა ან გაკოტრება გამოიწვია.
  • დავების განხილვის სამსახურის უფროსის მოადგილე უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
  • კანდიდატს მოეთხოვება საოფისე პროგრამული უზრუნველყოფის (MS Office Word, Outlook, PowerPoint, Excel) მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სრულყოფილად უნდა ფლობდეს ქართულ ენას. უპირატესობად მიიჩნევა ინგლისური ენის ცოდნაც.

საქართველოს საპენსიო ფონდის დავების განხილვის სამსახურის უფროსის მოადგილის ფუნქცია - მოვალეობებია:

  • უფლებამოსილების ფარგლებში გამოითხოვს და შეისწავლის ინფორმაციას, დოკუმენტებსა და სხვა მასალებს;
  • ახორციელებს საჩივრის, განცხადების, პრეტენზიის განხილვისათვის საჭირო კანონმდებლობით დადგენილ ქმედებებს;
  • საჩივართან ან პრეტენზიასთან დაკავშირებით კოლეგიურად იღებს გადაწყვეტილებებს;
  • დებს შეთანხმებას განუხორციელებელი საპენსიო შენატანის და მიუღებელი სარგებლის განაწილვადების (ეტაპობრივი გადახდა) შესახებ ან კოლეგიურად უარს ეუბნება განმცხადებელს მის დაკმაყოფილებაზე;
  • ზედამხედველობას უწევს სამსახურის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;
  • ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს, რომლებიც გამომდინარეობს "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონიდან, ამ დებულებიდან და ფონდის საქმიანობის მარეგულირებელი აქტებიდან;
  • ახორციელებს სამსახურის უფროსის მოვალეობას უფროსის არყოფნისას ან/და სხვა მიზეზით მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის (მათ შორის აცილების) შემთხვევაში, რა დროსაც ასევე თავმჯდომარეობს საქმის განხილვას/ზეპირი მოსმენის სხდომას.

კანდიდატს უნდა გააჩნდეს შემდეგი უნარ-ჩვევები

  • გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • ლიდერობა;
  • მოლაპარაკების უნარები;
  • გუნდურობა;
  • სტრატეგიული აზროვნება;

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  • რეზიუმე, რომელიც უნდა შეიცავდეს კანდიდატის განათლებისა და სამუშაო გამოცდილების დეტალებს (სამუშაო გამოცდილების ზუსტ პერიოდებსა და დეტალურ აღწერას). ასევე რეზიუმეში სავალდებულოა ორი პროფესიული რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაციის მითითება;
  • შესაბამისი უმაღლესი განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
  • სავალდებულოა კანდიდატის მიერ გამოგზავნილი ელექტრონული ფოსტის სათაურში აღნიშნული ვაკანსიის სრული დასახელების მითითება.
  • კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ ძირითად ფორმალურ მოთხოვნებს ან/და მის მიერ არ იქნება წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია, კონკურსში აპლიკაციების გადარჩევის ეტაპის შემდეგ მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა საჭირო დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე.

კონკურსის ეტაპები: კონკურსი შესაძლებელია შედგებოდეს შემდეგი ეტაპებისგან:

  • განაცხადების გადარჩევა;
  • გასაუბრება.

განცხადება პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე

საქართველოს საპენსიო ფონდი კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც საპენსიო ფონდის მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. საპენსიო ფონდის მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, საპენსიო ფონდისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესრულება. შემდგომ ეტაპებზე, შესაძლოა, დამატებით მოგეთხოვოთ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა (მაგალითად, დიპლომის, სერთიფიკატის). დასაქმების პროცესში მოპოვებულ ინფორმაციას საპენსიო ფონდი არ გადასცემს მესამე პირებს. თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ ისინი შეიძლება დაარქივდეს საპენსიო ფონდის საქმეთა ნომენკლატურის შესაბამისად. თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ანდა იხილოთ საპენსიო ფონდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა ვებგვერდზე www.pensions.ge ან/და მიმართოთ საპენსიო ფონდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ამავე პოლიტიკაში მითითებულ მისამართზე. ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით და ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz