მზარეული
17 Kas tarihinde yayınlandı (30 gün kaldı) 17 Ara tarihine kadar başvurun
რესტორანი "ცაზე" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.
ვეძებთ მოტივირებულ, პასუხისმგებლობიან და საქმისადმი სიყვარულით გამორჩეულ კანდიდატს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს.
ლოკაცია: თბილისი, ავლაბარი
სამუშაო პირობები
- გრაფიკი: 5/2
- სამუშაო საათები: 9-საათიანი ცვლა
- სტაბილური ანაზღაურება (განიხილება გასაუბრების ეტაპზე)
- პროფესიული ზრდის და განვითარების შესაძლებლობა
- მეგობრული სამუშაო გარემო
ძირითადი მოვალეობები
- ჰიგიენის ნორმების მკაცრი დაცვა
- სამზარეულოს ინვენტარის და სამუშაო სივრცის სისუფთავის უზრუნველყოფა
- პროდუქტის სწორად შენახვა და მარაგების კონტროლი
- გუნდთან ეფექტური კომუნიკაცია და კოორდინაცია
- შეფის მითითებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები
- აუცილებელია გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე
- დროის მართვის უნარი და სწრაფ ტემპში მუშაობის გამოცდილება
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე და დეტალებზე ორიენტირებულობა
- გუნდური მუშაობის უნარი
თუ ხარ ენერგიული, ორგანიზებული და გიყვარს კულინარია — ეს შესაძლებლობა შენთვისაა!
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე სამუშაო საათებში.
გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მზარეული".