8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

SZZ8A23A 8 Eyl tarihinde yayınlandı 48 görüntüleme

MAVA

MAVA

ციფრული მარკეტინგის და ზრდის მენეჯერი

MAVA Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Pazarlama / Halkla İlişkiler
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 9 Eki tarihine kadar başvurun

კომპანია MAVA&Co აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის და ზრდის მენეჯერის პოზიციაზე.

MAVA&Co 1998 წლიდან არის პრემიუმ, საერთაშორისო მოდის ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Emporio Armani, Zadig & Voltaire, Armani Exchange და New Trend. კომპანია ეძებს ეძებს ძლიერ ციფრული მარკეტინგის მენეჯერს.

პოზიციის მთავარი მიზანია MAVA&Co -ს ციფრული ზრდის მართვა და განვითარება ონლაინ გაყიდვების, სარეკლამო კამპანიების ეფექტიანობის, მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის (CRM), მომხმარებლის შენარჩუნებისა და ციფრული ანალიტიკის მიმართულებებით. ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელსაც შეუძლია როგორც სტრატეგიის შექმნა, ისე მისი პრაქტიკაში განხორციელება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვაკანსია არ არის გათვლილი და არ არის მორგებული სტუდენტებზე. ასაკის ზედა ზღვარი - შეზღუდვების გარეშე.

პირობები:

  • ვაკანსიის დასახელება: ციფრული მარკეტინგის და ზრდის მენეჯერი
  • სამუშაო ფორმატი: შეთანხმებით
  • ადგილმდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი
  • ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
  • ანაზღაურება: კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად

გთხოვთ ნუ გამოაგზავნით რეზიუმეს რომელიც არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს:

აუცილებელი მოთხოვნა:

  • მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ციფრული მარკეტინგის მიმართულებით;
  • ონლაინ გაყიდვების პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება;
  • სარეკლამო კამპანიების ეფექტიანობის მართვის ცოდნა და კამპანიების შედეგების შეფასებისა და ოპტიმიზაციის გამოცდილება;
  • CRM-ისა და მომხმარებლის შენარჩუნების მარკეტინგის პრაქტიკული გამოცდილება — მომხმარებელთა სეგმენტაციის შექმნა, Email/SMS კამპანიების დამოუკიდებლად აწყობა და გაშვება, მარკეტინგული ავტომატიზაციისა და მომხმარებლის გზის (Customer Journey) შექმნა და მათი შედეგების ანალიზი;
  • Google Analytics / GA4-ის კარგი ცოდნა და ძირითადი ციფრული მაჩვენებლების — ROAS, CAC, AOV, LTV, გაყიდვაში კონვერტაცია და შემოსავალი — ანალიზის უნარი;
  • სააგენტოებისა და გარე სპეციალისტების მართვის გამოცდილება — დავალებების სწორად ფორმულირება, შესრულების კონტროლი და შედეგების შეფასება;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
  • მოდის, პრემიუმ/ლუქს საცალო ვაჭრობის, პრემიუმ საბანკო სფეროს, სილამაზის, ონლაინ ვაჭრობის ან სხვა პრემიუმ სეგმენტში მუშაობის გამოცდილება მნიშვნელოვან უპირატესობად ჩაითვლება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ციფრული ზრდის სტრატეგიის შექმნა და განხორციელება;
  • ონლაინ გაყიდვების მარკეტინგის სტრატეგიის შექმნა და მართვა;
  • ონლაინ პლატფორმაზე გაყიდვაში კონვერტაციის მაჩვენებლის, მომხმარებლის გზის (User Journey) და ონლაინ შემოსავლის გაუმჯობესება;
  • სარეკლამო კამპანიების ეფექტიანობის სტრატეგიის მართვა და advertiser-ის მუშაობის კონტროლი;
  • Meta Ads, Google Ads და TikTok Ads-ის კამპანიების შედეგების ანალიზი;
  • CRM-ის სტრატეგიული და ყოველდღიური მართვა;
  • მომხმარებელთა სეგმენტაციის შექმნა და მართვა;
  • Email/SMS კამპანიებისა და მარკეტინგული ავტომატიზაციის შექმნა და მართვა;
  • VIP, მომხმარებლის შენარჩუნებისა და განმეორებითი შესყიდვისა პროგრამების განვითარება;
  • SEO სააგენტოსა და სხვა გარე პარტნიორების მონიტორინგი და მართვა;
  • Google Analytics / GA4-ისა და ციფრული ეფექტიანობის მაჩვენებლების (KPI) მონიტორინგი;
  • ROAS, CAC, AOV, LTV, გაყიდვაში კონვერტაციისა და შემოსავლის ანალიზი;
  • მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება და ციფრული ზრდის მუდმივი ოპტიმიზაცია.
  • ბრენდ მენეჯერთან თანამშრომლობა და საერთო კამპანიების მართვა.

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე. აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ციფრული მარკეტინგის და ზრდის მენეჯერი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
MAVA
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek