8549 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

SZZ8A23A გამოქვეყნდა 8 სექ 3 ნახვა

MAVA

MAVA

ციფრული მარკეტინგის და ზრდის მენეჯერი

MAVA გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კომპანია MAVA&Co აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის და ზრდის მენეჯერის პოზიციაზე.

MAVA&Co 1998 წლიდან არის პრემიუმ, საერთაშორისო მოდის ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Emporio Armani, Zadig & Voltaire, Armani Exchange და New Trend. კომპანია ეძებს ეძებს ძლიერ ციფრული მარკეტინგის მენეჯერს.

პოზიციის მთავარი მიზანია MAVA&Co -ს ციფრული ზრდის მართვა და განვითარება ონლაინ გაყიდვების, სარეკლამო კამპანიების ეფექტიანობის, მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის (CRM), მომხმარებლის შენარჩუნებისა და ციფრული ანალიტიკის მიმართულებებით. ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელსაც შეუძლია როგორც სტრატეგიის შექმნა, ისე მისი პრაქტიკაში განხორციელება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვაკანსია არ არის გათვლილი და არ არის მორგებული სტუდენტებზე. ასაკის ზედა ზღვარი - შეზღუდვების გარეშე.

პირობები:

** ვაკანსიის დასახელება: ციფრული მარკეტინგის და ზრდის მენეჯერი

** სამუშაო ფორმატი: შეთანხმებით

** ადგილმდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი

** ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

** ანაზღაურება: კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად

გთხოვთ ნუ გამოაგზავნით რეზიუმეს რომელიც არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს:

აუცილებელი მოთხოვნა:

** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ციფრული მარკეტინგის მიმართულებით;

** ონლაინ გაყიდვების პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება;

** სარეკლამო კამპანიების ეფექტიანობის მართვის ცოდნა და კამპანიების შედეგების შეფასებისა და ოპტიმიზაციის გამოცდილება;

** CRM-ისა და მომხმარებლის შენარჩუნების მარკეტინგის პრაქტიკული გამოცდილება — მომხმარებელთა სეგმენტაციის შექმნა, Email/SMS კამპანიების დამოუკიდებლად აწყობა და გაშვება, მარკეტინგული ავტომატიზაციისა და მომხმარებლის გზის (Customer Journey) შექმნა და მათი შედეგების ანალიზი;

** Google Analytics / GA4-ის კარგი ცოდნა და ძირითადი ციფრული მაჩვენებლების — ROAS, CAC, AOV, LTV, გაყიდვაში კონვერტაცია და შემოსავალი — ანალიზის უნარი;

** სააგენტოებისა და გარე სპეციალისტების მართვის გამოცდილება — დავალებების სწორად ფორმულირება, შესრულების კონტროლი და შედეგების შეფასება;

** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

** მოდის, პრემიუმ/ლუქს საცალო ვაჭრობის, პრემიუმ საბანკო სფეროს, სილამაზის, ონლაინ ვაჭრობის ან სხვა პრემიუმ სეგმენტში მუშაობის გამოცდილება მნიშვნელოვან უპირატესობად ჩაითვლება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ციფრული ზრდის სტრატეგიის შექმნა და განხორციელება;

** ონლაინ გაყიდვების მარკეტინგის სტრატეგიის შექმნა და მართვა;

** ონლაინ პლატფორმაზე გაყიდვაში კონვერტაციის მაჩვენებლის, მომხმარებლის გზის (User Journey) და ონლაინ შემოსავლის გაუმჯობესება;

** სარეკლამო კამპანიების ეფექტიანობის სტრატეგიის მართვა და advertiser-ის მუშაობის კონტროლი;

** Meta Ads, Google Ads და TikTok Ads-ის კამპანიების შედეგების ანალიზი;

** CRM-ის სტრატეგიული და ყოველდღიური მართვა;

** მომხმარებელთა სეგმენტაციის შექმნა და მართვა;

** Email/SMS კამპანიებისა და მარკეტინგული ავტომატიზაციის შექმნა და მართვა;

** VIP, მომხმარებლის შენარჩუნებისა და განმეორებითი შესყიდვისა პროგრამების განვითარება;

** SEO სააგენტოსა და სხვა გარე პარტნიორების მონიტორინგი და მართვა;

** Google Analytics / GA4-ისა და ციფრული ეფექტიანობის მაჩვენებლების (KPI) მონიტორინგი;

** ROAS, CAC, AOV, LTV, გაყიდვაში კონვერტაციისა და შემოსავლის ანალიზი;

** მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება და ციფრული ზრდის მუდმივი ოპტიმიზაცია.

** ბრენდ მენეჯერთან თანამშრომლობა და საერთო კამპანიების მართვა.

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე. აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ციფრული მარკეტინგის და ზრდის მენეჯერი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
MAVA
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის