მომხმარებელთა მხარდაჭერის ოპერატორი
დაქსი აცხადებს ვაკანსიას - ონლაინ მხარდაჭერის ოპერატორი
კომპანია „დაქსი“ ეძებს კომუნიკაბელურ და ორგანიზებულ ადამიანს, რომელიც იზრუნებს მომხმარებლებზე — პროგრამის მხარდაჭერის, ტექნიკური დახმარებისა და მომხმარებლის კონსულტაციის კუთხით.
რას აკეთებ სამუშაო დროს? - ესაუბრები მომხმარებლებს ონლაინ ან ტელეფონით - ეცნობი პროგრამა (დაქსი)-ს ფუნქციებს და ტესტავ მათ - დისტანციურად ეხმარები მომხმარებლებს ტექნიკურ საკითხებზე
რას ველით შენგან? - საოფისე პროგრამების ცოდნა - კომუნიკაციის უნარი და თავაზიანი მომსახურება - სწრაფი რეაგირება და სწორი ანალიზი - პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა (სასურველია გამოცდილება სასაწყობე ან POS პროგრამებთან)
რას გთავაზობთ ჩვენ? - მეგობრული და მშვიდი სამუშაო გარემო - კარიერული ზრდის შესაძლებლობა - თვიური ანაზღაურება: ხელფასი: 900 + ბონუსი (შეესაბამება გამოცდილებას)
სამუშაო გრაფიკი: - ორშ-პარ: 10:00-18:00 | შაბ: 10:00-16:00 - შვებულება: 24 სამუშაო დღე, კანონმდებლობით
გამოგვიგზავნე შენი CV და ერთი ფოტო შემდეგ მისამართზე.
მისამართი: ქუთაისი, ჭავჭავაძის #41 სათაურის ველში მიუთითე: ონლაინ მხარდაჭერის ოპერატორი
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.