სივრცის-ადმინისტრატორი
შპს "ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას სივრცის-ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ვაკანსიის მიღების პერიოდი - 2026 წლის 15 სექტემბერი - წლის ბოლომდე;
ძირითადი მოვალეობები:
- დარეგისტრირებული პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება;
- პაციენტის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის არქონის შემთხვევაში, ინფორმაციის მოძიება/გადამოწმება და შესაბამისად მიწოდება;
- მომსახურების დროს შეფერხების არსებობის შემთხვევაში პაციენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება;
- სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობები უშუალო უფროსის დავალებების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც; უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს გამოცდილებით;
- MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სხარტი აზროვნების უნარი;
- ორგანიზებულობა;
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა.
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. #2/პუშკინის #164
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე, სასურველია რეზიუმეს დაურთოთ რეკომენდაციები, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.