უსაფრთხოების თანამშრომელი
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე პარკინგის ტერიტორიაზე.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
სამუშაო გრაფიკი: სამ დღეში ერთხელ, 24 საათიანი მორიგეობები; სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უსაფრთხოების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
ფუნქცია-მოვალეობები:
- პარკინგზე ავტომობილების დაშვების კონტროლი - იდენტიფიცირება/გადამოწმება და შესაბამისი რეაგირება;
- ავტომობილების სწორად, განსაზღვრულ ადგილებში განთავსების მონიტორინგი;
- პარკინგის ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დარღვევის პრევენცია დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
- საგანგებო სიტუაციებზე დროული და შესაბამისი რეაგირება;
- შიდა წესებისა და პროცედურების დაცვა.
პიროვნული თვისებები:
- განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირება;
- სწრაფი და ეფექტური მოქმედების უნარი;
- გუნდურად და ინდივიდუალურად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 28.10.2026-მდე ელ.მისამართზე. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.