Express Müşteri Hizmetleri Operatörü (24 Saatlik Hizmet Merkezi) - Tbilisi
Orijinal ilandan otomatik olarak çevrilmiştir. Orijinal metni Gürcüce okuyun →
საქართველოს ბანკი გეძებს შენ!
ყველაზე მსხვილი და წარმატებული კომპანია საქართველოში გთავაზობს ვაკანსიას
ექსპრეს მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე, (24 საათიანი სერვისცენტრი)
- თუ ეხლა იწყებ კარიერას
- გაინტერესებს საბანკო სფერო
- ცდილობ პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას
- გსურს უცხოელებთან ურთიერთობა და უცხო ენებზე კომუნიკაცია
- და არასტანდარტული სამუშაო გრაფიკი შენთვის უფრო მოსახერხებელია,
მაშინ არ გაუშვა ხელიდან ეს შესაძლებლობა!
ფუნქციები
- მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად სხვადასხვა ოპერაციების წარმოება: ვალუტის გაცვლითი ოპერაციები, ნაღდი ფულის შეტანა, გამოტანა, გადარიცხვა, ფულადი გზავნილების გაგზავნა/მიღება;
- მომხმარებლებზე მორგებული საბანკო პროდუქტების შეთავაზება და გაყიდვების პროცესის უზრუნველყოფა;
- მომხმარებელთა გადამისამართება მათივე მოთხოვნების შესაბამისად;
საჭირო ცოდნა და უნარები
- სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების B2 დონეზე ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
- კეთილგანწყობა, თავაზიანობა, სისწრაფე და დეტალებზე ორიენტირებულობა.
განათლება: უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
სამუშაო გამოცდილება: სასურველია მომსახურების და / ან გაყიდვების სფეროში მუშაობის მინ. 6-თვიანი გამოცდილება;
სამუშაო გრაფიკი: 8-საათიანი სამუშაო გრაფიკი (დღის, საღამოს და ღამის ცვლა).
ბენეფიტები: ტრენინგების დაწყებისთანავე ფორმდება ძირითადი ხელშეკრულება, ანაზღაურება ხელფასის სახით 600 ლარი.
ტრენინგების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ანაზღაურებას ემატება დანამატი 125 ლარი, ერთვებით სამოტივაციო სისტემაში, რომლის ფარგლებში შესაძლებლობა გაქვთ გამოიმუშავოთ პრემია.
- არასტანდარტული სამუშაო გრაფიკი, გაძლევს საშუალებას ეფექტურად გადაანაწილო დროითი რესურსი;
- აღნიშნული პოზიცია შესაძლებლობას მოგცემს, გაიზიარო აქამდე უცნობი გამოცდილება, მათ შორის: უცხოენოვან მომხმარებლებთან ურთიერთობის, მომსახურების სტანდარტებისა და საბანკო პროდუქტების შესწავლის, კომუნიკაციური უნარ-ჩვევების გაღრმავების მიმართულებით;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 25/09/2019