ინფორმაციის შეგროვების სპეციალისტი
13 Kas tarihinde yayınlandı (29 gün kaldı) 12 Ara tarihine kadar başvurun
კომპანია „2გის-თბილისი“ ეძებს მოტივირებულ და ენერგიულ კანდიდატს ინფორმაციის შეგროვების სპეციალისტის პოზიციაზე.
ამ მიმართულებით, გამოცდილება სავალდებულო არ არის — სამუშაოს შეგასწავლით ადგილზე ჩვენი მოწვეული ტრენერი!
ძირითადი მოვალეობები
- თბილისის ქუჩებში ინფორმაციის მოძიება და გადამოწმება.
- სპეციალურ პროგრამაში რუკაზე შესაბამისი ცვლილებების შეტანა და კორექტირება.
ძირითადი მოთხოვნები
- პუნქტუალურობა და დროის მენეჯმენტი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა (რუკაზე მუშაობისას სიზუსტე უმნიშვნელოვანესია);
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- გაჯეტის გამოყენების უნარი
- საორიენტაციო ნიშნების ამოცნობა (მაგალითად: პარკინგი, ეზო, მთავარი შესასვლელი)
სამუშაო პირობები და ანაზღაურება
- სამუშაო გრაფიკი: 5/2 - 5-საათიანი სამუშაო გრაფიკი, კვირაში 5 სამუშაო დღე (ნახევარი განაკვეთი, + დროის მენეჯმენტს მართავთ თავად)
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1 100 ლარი + ბონუსი 200 ლარამდე;
- 2-3 თვეში თქვენი ინტერესის და მონდომების მიხედვით გაქვთ შესაძლებლობა შეიცვალოთ პოზიცია, ანაზღაურების მატებასთან ერთად, ფიქსირებული: 1 500 ლარამდე
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მეილზე ან დაგვირეკეთ.