8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

TP92T5S4 21 Eyl tarihinde yayınlandı 22 görüntüleme

მედიქალ ვორლდ დიაგნოსტიკ

მედიქალ ვორლდ დიაგნოსტიკ

Tiflis Tam zamanlı Tıp / Eczacılık
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 16 Eki tarihine kadar başvurun

„მედიქალ ვორლდი“ 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მას შემდეგ, აქტიურად ახორციელეს სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტს, სრულიად საქართველოს მასშტაბით. კომპანია „მედიქალ ვორლდი“ ფლობს ასევე საქართველოში ერთერთ უმსხვილეს ლაბორატორიათა ქსელს რომელიც „მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის“სახელითაა ცნობილი “Medical World Spa&Wellnes”კი წარმოადგენს კომპანიის კიდევ ერთ მიმართულებას, რომელიც ორიენტირებულია, მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტზე. მიმდინარე წლის ივლისიდან „მედიქალ ვორლდის“ ჰოლდინგს შემოუერთდა სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ცენტრი მედ 11, რომელიც წარმოადგენს გერმანული გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალს საქართველოში. გახდი ჩვენი გუნდის წევრი!!

„მედიქალ ვორლდის ლაბორატორია “ აცხადებს ვაკანსიას ლაბორანტის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ.თბილისი, გივი ჟვანიას 15 (ყოფილი ლუბლიანას ქ. N33); მორიგეობები: წინასწარი გრაფიკის მიხედვით; ანაზღაურება: 16 საათიანი მორიგეობა - 115 ლარი; 24 საათიანი მორიგეობა - 170 ლარი.

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები: - ბიოლოგიური მასალის მიღება, მომზადება და კვლევისთვის დამუშავება; - ლაბორატორიული ანალიზების ჩატარებაში მონაწილეობა; - ლაბორატორიული აპარატურისა და ინვენტარის სწორად გამოყენება; - კვლევის შედეგების აღრიცხვა და დოკუმენტირება; - სამუშაო ადგილისა და აპარატურის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა; - ბიოუსაფრთხოებისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები: - შესაბამისი განათლება ლაბორატორიულ/სამედიცინო სფეროში; - ლაბორატორიულ სამუშაოებთან დაკავშირებული ცოდნა და უნარები; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სიზუსტე; - ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; - გუნდურად მუშაობის უნარი; - ჰიგიენისა და ბიოუსაფრთხოების წესების ცოდნა და დაცვა; - კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა; - მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული მახასიათებლები - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - ორგანიზებულობა; - დროის მართვის უნარი; - გუნდური მუშაობის უნარი; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - სიახლეებისადმი მარტივად ადაპტაციის უნარი.

ჩვენთან დაგხვდებათ: - თანამედროვე და პროფესიული განვითარებისკენ ორიენტირებულ სამუშაო გარემო, სადაც ხარისხი, გუნდური თანამშრომლობა და პაციენტზე ზრუნვა წარმოადგენს საქმიანობის ძირითად ღირებულებებს; - კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლების უწყვეტ პროფესიულ განვითარებას, გამჭვირვალე სამუშაო პროცესებსა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას სტაბილურ და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ ორგანიზაციულ გარემოში. - ისარგებლებთ მნიშვნელოვანი ფასდაკლებით ლაბორატორიულ სერვისზე (ფასდაკლება მოქმედებს ოჯახის წევრებზეც). - FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა;

ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ შებამისი გვერდები: https://mlab.ge/; https://www.facebook.com/mlab.ge/?locale=ka_GE; https://www.facebook.com/mworld.ge/?locale=ka_GE

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (CV) ელ.ფოსტაზე გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება. თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
მედიქალ ვორლდ დიაგნოსტიკ
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek