დიასახლისი
"Spark by Hilton" ეძებს მეგობრულ, პასუხისმგებლობიან და დეტალებზე ორიენტირებულ ოთახების დიასახლისს ჩვენს გუნდში შესაერთებლად.
თუ გიყვართ სისუფთავე, წესრიგი და სტუმრებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა, გელოდებით ჩვენს გუნდში!
ძირითადი მოვალეობები: - სასტუმროს ნომრების დასუფთავება და მოწესრიგება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად - თეთრეულისა და ჰიგიენური ნივთების განახლება - ნომრებში წესრიგისა და სისუფთავის მუდმივი კონტროლი - ტექნიკური ან სხვა ხარვეზების დროული დაფიქსირება და შესაბამისი დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება - ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა
კანდიდატის მოთხოვნები: - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა - სისუფთავისა და წესრიგის მაღალი სტანდარტების დაცვა - გუნდური მუშაობის უნარი
სამუშაო პირობები: - სამუშაო დრო: 09:00-18:00 (1-საათიანი შესვენებით) - დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე (მცოცავი) - ხელფასი: 1300 ლარი + ბონუსები
ჩვენ გთავაზობთ: კვებას სამუშაო დღის განმავლობაში სტაბილურ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს პროფესიული განვითარების შესაძლებლობას საერთაშორისო ბრენდის ფარგლებში Spark by Hilton-ის გუნდში მუშაობის შესაძლებლობას
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე და წერილის თემაში მიუთითოთ "დიასახლისი".
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.