8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

TZQCN029 15 Eyl tarihinde yayınlandı 42 görüntüleme

ენგადი

ენგადი

ლაბორატორიის სტაჟიორი

ენგადი Dış ilan
Marneuli Staj Eğitim
Orijinal ilana devam edin ↗
Müzakere edilebilir 13 Eki tarihine kadar başvurun

სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარიელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.

დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".

ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სადისტრიბუციო კომპანია "მარნეულის სასურსათო ქარხანა" აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიის სტაჟიორის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: მარნეული

ძირითადი მოვალეობები: - კონსერვირებული პროდუქტებისა და ნედლეულის, ეროვნული სტანდარტებითა და ტექნიკური ინსტუქციებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად, მიკრობიოლოგიური კვლევის მოქმედი მეთოდების, საჭირო ხელსაწყოების, საზომი აპარატურის გამოყენებისა და მათი ექსპლუატაციის წესების ცოდნა; - მეთოდური დოკუმენტების შესაბამისად შედგენილი ინსტრუქციებისა და პროცედურების საფუძველზე ნედლეულის, დამხმარე მასალების, მზა პროდუქციის, საწარმოო ხაზებისა და ჩამომსხმელი მანქანების ზედაპირების ჩამონარეცხებისა და ჰაერის მიკრობიოლოგიური მოთესვიანობის ტესტირებათა შედეგების მონიტორინგი და შესაბამისი დოკუმენტალური წარმოება; - საჭიროების შესაბამისად, საანალიზო ნიმუშების აღება, როგორც წარმოებული პროდუქციიდან, ასევე ტექნოლოგიური პროცესების მიმდინარე საკონტროლო წერტილებიდან; - მიკრობიოლოგიური გამოცდებისათვის მიკრობიოლოგიური საკვები ნიადაგების მომზადება; - ლაბორატორიული დანადგარების მოვლა კალიბრაცია დასუფთავება; - ლაბორატორიის მიკრობიოლოგიური ანალიზებისათვის განკუთვნილი დანადგარების და საზომი აპარატურის გამართულ მდგომარეობაში მოყვანა; - საჭიროებისამებრ, ხარისხის მართვის დეპარტამენტის მხარდაჭერა ყოველდღიურ საქმიანობაში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - არასრული უმაღლესი განათლება (ბიოტექნოლოგიის, ბიოლოგიის და აგრარული მეცნიერებების მიმართულებით); - სასურველია ქიმიური ან მიკრობიოლოგიის მიმართულებით გამოცდილება; - MS office; - ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

უნარები/პიროვნული კომპეტენციები: - კარგი კომუნიკაციური უნარები; - პრობლემის შეფასებისა და გადაჭრის უნარი; - დეტალებზე ორიენტირებული; - შეზღუდულ ვადებში/დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

ვაკანსიის დეტალური აღწერა გთხოვთ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://mff.selfrecruit.ge/s/IGZW

სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ენგადი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek