დასაფასოებელი წარმოების ოპერატორი
სადისტრიბუციო კომპანია "ოლიმპი" აცხადებს ვაკანსიას დასაფასოებელი წარმოების ოპერატორის პოზიციაზე ქუთაისში.
თუ ხართ ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული, ფიზიკურად აქტიური და გსურთ სტაბილურ, მზარდ კომპანიაში მუშაობა, შემოუერთდით ჩვენს გუნდს!
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციის ხარისხიანი დაფასოება, შეფუთვა და მარკირება დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
- დასაფასოებელი დანადგარებისა და დამხმარე მოწყობილობების გამართული მუშაობის კონტროლი;
- ნედლეულის, შესაფუთი მასალებისა და მზა პროდუქციის ნაშთების აღრიცხვა;
- საწარმოო გეგმის დროული, ზუსტი შესრულება და პროდუქციის ხარისხის პირველადი კონტროლი;
- სამუშაო ზონაში სისუფთავის, წესრიგისა და უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ტექნიკური უნარები: მათემატიკური აზროვნება (მასალების ზუსტი ხარჯვისა და ნაშთების აღრიცხვისთვის);
- გამოცდილება: წარმოებაში ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული მახასიათებლები:
- სისწრაფე, ოპერატიულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, კეთილსინდისიერება და ყურადღება დეტალების მიმართ;
- ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა და ფიზიკური გამძლეობა;
- გუნდური მუშაობის უნარი და სანიმუშო სამუშაო ეთიკა.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: 1000+ ლარი;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი.
როგორ მოგვმართოთ: დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "დასაფასოებელი წარმოების ოპერატორი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.