8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

V9A484CG 16 Eyl tarihinde yayınlandı 31 görüntüleme

კარგოჰაბი

კარგოჰაბი

ლოგისტიკის მენეჯერი

Tiflis Tam zamanlı Lojistik / Sürücüler
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 15 Eki tarihine kadar başvurun

სატრანსპორტო კომპანია "კარგოჰაბი" აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის ვებ-გვერდი: https://cargohub.ge/

სამუშაო პირობები და გრაფიკი: - სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, სიმონ კანდელაკის #59; - სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00; (13:00-14:00 შესვენება) - ანაზღაურება: ფიქსირებული (გამოცდილების მიხედვით) + ბონუსი; - შვებულება 24 სამუშაო დღე + დამატებით 6 დასვენების დღე day off; - კორპორატიული ნომერი ულიმიტო სასაუბრო დროით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - შემოსული შეკვეთების დროული დამუშავება; - სრული ლოგისტიკური ციკლის დაგეგმვა და ორგანიზება; - ტვირთის ადგილმდებარეობის ყოველდღიური მონიტორინგი; - შეკვეთასთან არსებული დოკუმენტების მოწესრიგება; - ახალი კონტრაქტორების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სატრანსპორტო კომპანიაში მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება; - აუცილებელია რუსული ენის ცოდნა (თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); - საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ფლობა (Excel, MS Office, Outlook/E-mail); - სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

პიროვნული თვისებები: - ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი; - სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების უნარი; - ყურადღება დეტალების მიმართ; - პუნქტუალურობა; - ორგანიზებულობა; - გუნდური მუშაობის უნარი; - პრობლემური სიტუაციის მართვის და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
კარგოჰაბი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek