AI სპეციალისტი
"Real Palace Development" სამშენებლო სფეროში 2011 წლიდან მოღვაწე უძრავი ქონების დეველოპერული კომპანიაა, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში 12-ზე მეტი განხორციელებული პროექტი აქვს.
"Real Palace" აცხადებს ვაკანსიას AI სპეციალისტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად
ძირითადი მოვალეობები
- არქიტექტურული ნახაზების, 3D მოდელებისა და ტექნიკური დავალებების საფუძველზე AI ინსტრუმენტების გამოყენებით მაღალი ხარისხის ფოტორეალისტური რენდერების და ვიდეოების შექმნა;
- არქიტექტურული პროექტების ექსტერიერისა და ინტერიერის ვიზუალიზაციების მომზადება;
- არსებული არქიტექტურული კონცეფციის, მასშტაბის, მასალების, განათებისა და სივრცის ზუსტად გადმოტანა ვიზუალურ მასალაში;
- AI ინსტრუმენტების გამოყენებით ვიდეო რენდერების, ანიმაციებისა და მოკლე ვიდეოკონტენტის შექმნა;
- არქიტექტურული პროექტებისთვის სოციალური მედიის შესაბამისი ვიზუალური და ვიდეო კონტენტის შექმნა;
- Instagram, Facebook და სხვა ციფრული არხებისთვის კრეატიული ვიზუალების, ბანერების, ვიდეოების, პოსტებისა და სარეკლამო მასალების მომზადება;
- არსებული ვიზუალების AI ინსტრუმენტების საშუალებით დამუშავება, გაუმჯობესება და კრეატიულად განვითარება;
- ახალი პროექტებისთვის სხვადასხვა ვიზუალური კონცეფციისა და კრეატიული მიმართულების შემუშავება;
- მარკეტინგისა და არქიტექტურის გუნდებთან თანამშრომლობა;
- თანამედროვე AI ინსტრუმენტებისა და ვიზუალიზაციის ტექნოლოგიების მუდმივი შესწავლა და სამუშაო პროცესში მათი ეფექტურად გამოყენება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** AI ვიზუალიზაციის ინსტრუმენტებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება; ** მაღალი ხარისხის ფოტორეალისტური არქიტექტურული რენდერების შექმნის უნარი; ** AI ვიდეო ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** Photoshop-ის, Illustrator-ის ან მსგავსი დიზაინის პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** სოციალური მედიისთვის ვიზუალური კონტენტის შექმნის გამოცდილება; ** ფერის, განათების, კომპოზიციისა და ვიზუალური სტილის კარგი შეგრძნება; ** არქიტექტურული პროექტის მარკეტინგულად მიმზიდველ ვიზუალურ კონტენტად გარდაქმნის უნარი.
AI ინსტრუმენტები:
კანდიდატს სასურველია ჰქონდეს გამოცდილება თანამედროვე AI პლატფორმებთან, როგორიცაა Higgsfield AI; Midjourney ; Flux; Adobe Firefly, ChatGPT, Runway, Kling AI, Luma AI; Blender და სხვა მსგავსი ინსტრუმენტები, ასევე AI-ის ინტეგრირება 3D და არქიტექტურული ვიზუალიზაციის პროცესში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონკრეტული პლატფორმების ცოდნა, არამედ AI ინსტრუმენტების პროფესიონალურად გამოყენების უნარი — არქიტექტურული იდეის მაღალი ხარისხის, ფოტორეალისტურ და მარკეტინგულად ეფექტურ ვიზუალურ და ვიდეოკონტენტად გარდაქმნა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.