8,600 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

VE8H69X1 გამოქვეყნდა 12 სექ 5 ნახვა

Real Palace Development

Real Palace Development

AI სპეციალისტი

Real Palace Development გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 13 ოქტ

"Real Palace Development" სამშენებლო სფეროში 2011 წლიდან მოღვაწე უძრავი ქონების დეველოპერული კომპანიაა, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში 12-ზე მეტი განხორციელებული პროექტი აქვს.

"Real Palace" აცხადებს ვაკანსიას AI სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი

ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად

ძირითადი მოვალეობები

  • არქიტექტურული ნახაზების, 3D მოდელებისა და ტექნიკური დავალებების საფუძველზე AI ინსტრუმენტების გამოყენებით მაღალი ხარისხის ფოტორეალისტური რენდერების და ვიდეოების შექმნა;
  • არქიტექტურული პროექტების ექსტერიერისა და ინტერიერის ვიზუალიზაციების მომზადება;
  • არსებული არქიტექტურული კონცეფციის, მასშტაბის, მასალების, განათებისა და სივრცის ზუსტად გადმოტანა ვიზუალურ მასალაში;
  • AI ინსტრუმენტების გამოყენებით ვიდეო რენდერების, ანიმაციებისა და მოკლე ვიდეოკონტენტის შექმნა;
  • არქიტექტურული პროექტებისთვის სოციალური მედიის შესაბამისი ვიზუალური და ვიდეო კონტენტის შექმნა;
  • Instagram, Facebook და სხვა ციფრული არხებისთვის კრეატიული ვიზუალების, ბანერების, ვიდეოების, პოსტებისა და სარეკლამო მასალების მომზადება;
  • არსებული ვიზუალების AI ინსტრუმენტების საშუალებით დამუშავება, გაუმჯობესება და კრეატიულად განვითარება;
  • ახალი პროექტებისთვის სხვადასხვა ვიზუალური კონცეფციისა და კრეატიული მიმართულების შემუშავება;
  • მარკეტინგისა და არქიტექტურის გუნდებთან თანამშრომლობა;
  • თანამედროვე AI ინსტრუმენტებისა და ვიზუალიზაციის ტექნოლოგიების მუდმივი შესწავლა და სამუშაო პროცესში მათი ეფექტურად გამოყენება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • AI ვიზუალიზაციის ინსტრუმენტებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • მაღალი ხარისხის ფოტორეალისტური არქიტექტურული რენდერების შექმნის უნარი;
  • AI ვიდეო ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • Photoshop-ის, Illustrator-ის ან მსგავსი დიზაინის პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • სოციალური მედიისთვის ვიზუალური კონტენტის შექმნის გამოცდილება;
  • ფერის, განათების, კომპოზიციისა და ვიზუალური სტილის კარგი

შეგრძნება;

  • არქიტექტურული პროექტის მარკეტინგულად მიმზიდველ ვიზუალურ კონტენტად გარდაქმნის უნარი.

AI ინსტრუმენტები:

კანდიდატს სასურველია ჰქონდეს გამოცდილება თანამედროვე AI პლატფორმებთან, როგორიცაა Higgsfield AI; Midjourney; Flux; Adobe Firefly, ChatGPT, Runway, Kling AI, Luma AI; Blender და სხვა მსგავსი ინსტრუმენტები, ასევე AI-ის ინტეგრირება 3D და არქიტექტურული ვიზუალიზაციის პროცესში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონკრეტული პლატფორმების ცოდნა, არამედ AI ინსტრუმენტების პროფესიონალურად გამოყენების უნარი — არქიტექტურული იდეის მაღალი ხარისხის, ფოტორეალისტურ და მარკეტინგულად ეფექტურ ვიზუალურ და ვიდეოკონტენტად გარდაქმნა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Real Palace Development
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა