9,005 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

VGCWAZGY 10 Eyl tarihinde yayınlandı 53 görüntüleme

გრადა

გრადა

მარკეტინგის პროექტების კოორდინატორი

გრადა Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Pazarlama / Halkla İlişkiler
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 11 Eki tarihine kadar başvurun

დეველოპერული კომპანია "გრადა" უძრავი ქონების სექტორში ერთ-ერთი მოწინავე და დინამიკურად მზარდი ბრენდია.

ჩვენს გუნდში ვეძებთ ენერგიულ, დეტალებზე ორიენტირებულ და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მარკეტინგის პროექტების კოორდინატორს. პოზიცია ითვალისწინებს კომპანიის ყოველდღიური მარკეტინგული პროცესების მართვას, გარე პარტნიორებთან კომუნიკაციასა და სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N188 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00

ძირითადი მოვალეობები:

  • გარე პარტნიორების მართვა: სოციალური მედიისა და მარკეტინგულ სააგენტოებთან ყოველდღიური კომუნიკაცია, მათთვის დავალებების (Brief) მომზადება, შესრულებული სამუშაოს ხარისხისა და ვადების (Deadlines) კონტროლი.
  • ღონისძიებების ორგანიზება: კომპანიის ივენთების (პრეზენტაციები, პროექტების გახსნა, ოფიციალური შეხვედრები) სრული საორგანიზაციო და ლოჯისტიკური მხარდაჭერა.
  • ონლაინ პლატფორმების ადმინისტრირება: უძრავი ქონების პორტალებზე (MyHome.ge, SS.ge და სხვა) განცხადებების განთავსება, მუდმივი განახლება და მართვა.
  • ბრენდის მასალების კონტროლი: საბეჭდი მასალების (ბუკლეტები, ბანერები) და ბრენდირებული სუვენირების დამზადების პროცესის მართვა სტამბებთან და მომწოდებლებთან.
  • გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა: საჭირო მარკეტინგული მასალების დროული მომზადება და მიწოდება გაყიდვების დეპარტამენტისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მარკეტინგის, ივენთების ან პროექტების ასისტირების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება.
  • დავალების სწორად გაგების, პრიორიტეტების დასმისა და დეტალებზე დაკვირვების უნარი.
  • AI ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება: AI პლატფორმების (მაგ. ChatGPT, Claude, Midjourney, Canva AI და ა.შ.) ფლობა ტექსტების, იდეებისა და ვიზუალური კონცეფციების სწრაფად გენერირებისთვის (ჩაითვლება დიდ უპირატესობად).
  • MS Office-ის (Word, Excel, PowerPoint) გამოყენების გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

  • განსაკუთრებული ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვის უნარი.
  • ერთდროულად რამდენიმე ამოცანაზე მუშაობის უნარი (Multitasking).
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა.
  • გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • პროფესიული ზრდისა და განვითარების რეალურ შესაძლებლობას გამოცდილ გუნდთან ერთად.
  • მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს სტაბილურ კომპანიაში.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე. ელფოსტის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ "მარკეტინგის პროექტების კოორდინატორი"

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
გრადა
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek