8,930 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

VHJEXYX0 2 Eyl tarihinde yayınlandı 40 görüntüleme

კაფელის სახლი

კაფელის სახლი

ბუღალტერი

Tiflis Tam zamanlı Finans / Muhasebe
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 3 Eki tarihine kadar başvurun

მაღაზია "კაფელის სახლი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

კომპანიის საქმიანობა: კერამიკული ფილების, სანტექნიკური ნაწარმის იმპორტი და რეალიზაცია.
ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციის მიხედვით; სამუშაო ადგილი: საბურთალო, ქავთარაძის ქუჩა #28-30, მაღაზია "კაფელის სახლი" 
სამუშაო დღეები: კვირაში ხუთი დღე სამუშაო საათები: 10:00 -19:00

სამსახურებრივი მოვალეობა:

  • ბუღალტრული/პირველადი დოკუმენტაციის პროგრამულად დამუშავება/შესაბამისი გატარებების გაკეთება;
  • ოპერაციების პროგრამული აღრიცხვა, მათ შორის: ხარჯების, მარაგების, და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების, ადგილობრივი და საერთაშორისო შესყიდვების, საბანკო და სამეურნეო ოპერაციების და ა. შ. შესაბამისად, აღნიშნული ოპერაციების დამადასტურებელი დოკუმენტაციის დამუშავება, მათი დროული და სწორად გაფორმების კონტროლი;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი/შედარება პარტნიორებთან;
  • საბანკო და სალარო ოპერაციების წარმოება და შესაბამისი ბუღალტრული გატარებების გაკეთება;
  • საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების კონტროლი, ანგარიშ-ვალდებულ პირებთან შედარებების განხორციელება;
  • საგადახდო დავალებების ატვირთვა-მომზადება;
  • სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში მონაცემების წარდგენა;
  • სხვა დავალებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის მითითებით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნეს-ადმინისტრირების ან ბუღალტერიის მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების კარგად ცოდნა, ასევე IFRS სტანდარტების ცოდნა;
  • საგადასახადო პორტალთან RS.GE სთან მუშაობის გამოცდილება;
  • MS Office სამომხმარებლო ცოდნა, Excel-ის სიღრმისეული ცოდნა;
  • პროგრამა APEX- ში მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების პრაქტიკული ცოდნა. 
პიროვნული თვისებები: ანალიტიკური აზროვნება, ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი, დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი. 
რეზიუმე - სავალდებულოა ქართულ ენაზე, სასურველია ფოტოსურათით.

საკონტაქტო პირი: 
ელ.ფოსტა ვებ გვერდი http://www.peaniltd.com

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
კაფელის სახლი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek