პედაგოგი
საგანმანათლებლო ცენტრი "ედუ-ჯგუფი"-ის გახანგრძლივებული სწავლების ცენტრი "afterschool" აცხადებს კანდიდატების მიღებას პედაგოგის პოზიციაზე
ჩვენ ვეძებთ კანდიდატს, რომელსაც უყვარს ბავშვებთან ურთიერთობა და მუდმივად ცდილობს თითოეული დღე მოსწავლეებისთვის გახადოს აღმოჩენებითა და ემოციებით დატვირთული.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება დაწყებითების, ბავშვთა ფსიქოლოგიის, ჰუმანიტარული, ან განათლების მიმართულებით;
- დაწყებითი სკოლის პედაგოგიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის ან ბუნებისმეტყველების მიმართულებით სწავლების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- დაწყებითი საფეხურის ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
სამუშაოს აღწერა და მოვალეობები:
- საშინაო დავალებების მომზადების პროცესში მოსწავლეთა დახმარება/მხარდაჭერა;
- საჭიროების შემთხვევაში პრობლემურ საკითხებზე მოსწავლესთან დამატებითი მუშაობა;
- ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
- მშობლებთან კომუნიკაცია.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 12:00-19:00სთ ტერიტორია: ვაკე-საბურთალოს რაიონი
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან CV-ის საფუძველზე, მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.