რეგიონალური გაყიდვების მენეჯერი აჭარაში
შპს „ემბავუდ ჯორჯია“, ავეჯის წარმოებისა და რეალიზაციის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას რეგიონალური გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.
ძირითადი მოვალეობები: - ბათუმისა და რეგიონის გაყიდვების პროცესის მართვა და განვითარება; - გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელობა, მოტივაცია და შედეგების კონტროლი; - გაყიდვების გეგმების შესრულებისა და KPI-ების მონიტორინგი; - მომხმარებელთა მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა; - ფილიალების საქმიანობის კოორდინაცია და საოპერაციო პროცესების გაუმჯობესება; - ბაზრის ანალიზი, გაყიდვების ზრდისა და ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება; - რეგულარული ანგარიშგების მომზადება ხელმძღვანელობისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე; - სასურველია ავეჯის, ინტერიერის ან საცალო ვაჭრობის სფეროში მუშაობის გამოცდილება; - ლიდერული, ორგანიზაციული და მოლაპარაკების ძლიერი უნარები; - გაყიდვების ანალიზისა და შედეგებზე ორიენტირებული მუშაობის გამოცდილება; - MS Office-ის ცოდნა;
ჩვენ გთავაზობთ: - კონკურენტულ ანაზღაურებას; - ბონუსურ სისტემას; - პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას; - სტაბილურ სამუშაო გარემოს წარმატებულ კომპანიაში.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე -ზე, სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება.
ემბავუდ ჯორჯია – გახდი წარმატებული გუნდის ნაწილი!
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.