9,005 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

VVXPTV16 13 Eyl tarihinde yayınlandı 52 görüntüleme

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბერმელი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბერმელი

პიარისა და მარკეტინგის მენეჯერი - ბათუმი

Batum Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
₾3750 / ay 8 Eki tarihine kadar başvurun

შპს მისო ბერმელი / Bermeli აცხადებს ვაკანსიას პიარისა და მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები: - სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, გაშვება და ოპტიმიზაცია (Meta Ads, TikTok Ads, Google Ads); - ლიდების, ზარების, ვიზიტებისა და გაყიდვების ანალიზი; - გაყიდვების Funnel-ის მონიტორინგი (რეკლამა → ზარი → ვიზიტი → გაყიდვა); - კონტენტ კალენდრისა და გაყიდვებზე ორიენტირებული იდეების დაგეგმვა; - კამპანიების შედეგების ანალიზი და ყოველკვირეული რეპორტინგი; - აუდიტორიების შექმნა, Remarketing და A/B ტესტირება; - ახალი მარკეტინგული აქტივობებისა და აქციების ინიცირება; - კონკურენტების და ბაზრის მონიტორინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირების ან დაკავშირებული

მიმართულების ცოდნა; - მარკეტინგული სტრატეგიების დაგეგმვისა და განხორციელების

გამოცდილება; - ბაზრის კვლევის, მომხმარებლის ქცევის ანალიზისა და კონკურენტული გარემოს შეფასების უნარი; - ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების (სოციალური მედია, ონლაინ

რეკლამა, კონტენტ მარკეტინგი) ცოდნა; - ბრენდის პოზიციონირების და კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავების კომპეტენცია; - რეალიზაციის პროცესის დაგეგმვისა და ბაზრის გაფართოების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 09:20-14:20 საათამდე, 40 საათაინი სამუშაო კვირა.

ანაზღაურება: 3750 ლარდან კვალიფიკაციისა და გამოცდლების შესაბამისად;

ჩვენ გთავაზობთ: • სასიამოვნო და გუნდურ სამუშაო გარემოს; • პროფესიულ ტრენინგებს; • კორპორაციულ ღონისძიებებს; • ჯანმრთელობის დაზღვევას;

• დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე. • ეწვიეთ ვებ-გვერდს პორტალზეhttp://www.bermeli.ge, ან პირდაპირ შეავსეთ განაცხადი მითითებულ ბმულზე: https://bermeli.ge/ka/vacancy და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთეთ თქვენი რეზიუმე/CV • გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

• შენიშვნა: თქვენსმიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ განაცხადი https://bermeli.selfrecruit.ge/s/eDZT

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბერმელი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek