საერთაშორისო ლოჯისტიკის მენეჯერი
17 Kas tarihinde yayınlandı (30 gün kaldı) 17 Ara tarihine kadar başvurun
დაიწყე საერთაშორისო კარიერა "CarMove"-თან ერთად!
ვაკანსია: საერთაშორისო ლოჯისტიკის მენეჯერი (Junior)
თბილისი | სრული განაკვეთი | ანაზღაურებადი
გაინტერესებს, როგორ გადაადგილდება ავტომობილები ჩინეთიდან საქართველოსა და სხვა ქვეყნებში?
CarMove ეძებს ორგანიზებულ, სწრაფად მოაზროვნე და პასუხისმგებლიან ადამიანებს, რომლებსაც სურთ საერთაშორისო ლოჯისტიკის პროფესიონალებად ჩამოყალიბება.
გამოცდილება აუცილებელი არ არის — ჩვენ გასწავლით პროფესიას რეალურ სამუშაო პროცესში!
რას ისწავლი და გააკეთებ?
- საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების დაგეგმვასა და ორგანიზებას;
- ჩინელ და სხვა უცხოელ პარტნიორებთან ყოველდღიურ კომუნიკაციას;
- ავტომზიდების, სარკინიგზო და საკონტეინერო გადაზიდვების კოორდინაციას;
- გადაზიდვის დოკუმენტაციის მომზადებასა და კონტროლს;
- ტვირთების გადაადგილების მონიტორინგს;
- ოპერატიული პრობლემების გადაწყვეტასა და გადაზიდვის პროცესების მართვას.
ვის ვეძებთ?
- ორგანიზებულ და პასუხისმგებლიან ადამიანს;
- სწრაფად სწავლისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარით;
- ადამიანს, რომელსაც შეუძლია ერთდროულად რამდენიმე დავალების მართვა;
- ინგლისური ან რუსული ენის ცოდნით (ორივე ენა უპირატესობაა);
- კომპიუტერთან მუშაობის კარგი უნარებით;
- საერთაშორისო ლოჯისტიკის მიმართ რეალური ინტერესით.
რას გთავაზობთ?
- სრულგანაკვეთიან, ანაზღაურებად სამუშაოს;
- პროფესიულ მომზადებას ნულიდან;
- გამოცდილ მენეჯერებთან ყოველდღიურ პრაქტიკულ სწავლებას;
- საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობის შესაძლებლობას;
- კარიერულ განვითარებას Junior-დან დამოუკიდებელ ლოჯისტიკის მენეჯერამდე;
- საინტერესო, დინამიკურ და მრავალფეროვან სამუშაო გარემოს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა ის, რამდენი წლის გამოცდილება გაქვს, არამედ რამდენად სწრაფად შეგიძლია განვითარება!
სათაურში მიუთითე: საერთაშორისო ლოჯისტიკის მენეჯერი (Junior)