გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

W3KM81KX გამოქვეყნდა 17 ნოე 9 ნახვა

საერთაშორისო ლოჯისტიკის მენეჯერი

CarMove გარე განცხადება
შეთანხმებით შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 17 ნოე (დარჩა 30 დღე) ბოლო ვადა: 17 დეკ

დაიწყე საერთაშორისო კარიერა "CarMove"-თან ერთად!

ვაკანსია: საერთაშორისო ლოჯისტიკის მენეჯერი (Junior)

თბილისი | სრული განაკვეთი | ანაზღაურებადი

გაინტერესებს, როგორ გადაადგილდება ავტომობილები ჩინეთიდან საქართველოსა და სხვა ქვეყნებში?

CarMove ეძებს ორგანიზებულ, სწრაფად მოაზროვნე და პასუხისმგებლიან ადამიანებს, რომლებსაც სურთ საერთაშორისო ლოჯისტიკის პროფესიონალებად ჩამოყალიბება.

გამოცდილება აუცილებელი არ არის — ჩვენ გასწავლით პროფესიას რეალურ სამუშაო პროცესში!

რას ისწავლი და გააკეთებ?

  • საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების დაგეგმვასა და ორგანიზებას;
  • ჩინელ და სხვა უცხოელ პარტნიორებთან ყოველდღიურ კომუნიკაციას;
  • ავტომზიდების, სარკინიგზო და საკონტეინერო გადაზიდვების კოორდინაციას;
  • გადაზიდვის დოკუმენტაციის მომზადებასა და კონტროლს;
  • ტვირთების გადაადგილების მონიტორინგს;
  • ოპერატიული პრობლემების გადაწყვეტასა და გადაზიდვის პროცესების მართვას.

ვის ვეძებთ?

  • ორგანიზებულ და პასუხისმგებლიან ადამიანს;
  • სწრაფად სწავლისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარით;
  • ადამიანს, რომელსაც შეუძლია ერთდროულად რამდენიმე დავალების მართვა;
  • ინგლისური ან რუსული ენის ცოდნით (ორივე ენა უპირატესობაა);
  • კომპიუტერთან მუშაობის კარგი უნარებით;
  • საერთაშორისო ლოჯისტიკის მიმართ რეალური ინტერესით.

რას გთავაზობთ?

  • სრულგანაკვეთიან, ანაზღაურებად სამუშაოს;
  • პროფესიულ მომზადებას ნულიდან;
  • გამოცდილ მენეჯერებთან ყოველდღიურ პრაქტიკულ სწავლებას;
  • საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობის შესაძლებლობას;
  • კარიერულ განვითარებას Junior-დან დამოუკიდებელ ლოჯისტიკის მენეჯერამდე;
  • საინტერესო, დინამიკურ და მრავალფეროვან სამუშაო გარემოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა ის, რამდენი წლის გამოცდილება გაქვს, არამედ რამდენად სწრაფად შეგიძლია განვითარება!

სათაურში მიუთითე: საერთაშორისო ლოჯისტიკის მენეჯერი (Junior)

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა