8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

W5HVZ22Q 17 Eyl tarihinde yayınlandı 39 görüntüleme

არქიტექტონი

არქიტექტონი

კონსტრუქტორი

Tiflis Tam zamanlı İnşaat / Tadilat
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 6 Eki tarihine kadar başvurun

კომპანიის შესახებ:

"არქიტექტონი" არის არქიტექტურულ იურიდიული კომპანია, რომელიც მოღვაწეობს საქართველოში და მუშაობს არქიტექტურის, კონსტრუქციების, პროექტირების, ქალაქგეგმარების და სამშენებლო სამართლის მიმართულებით.

ჩვენს გუნდში შემავალი სპეციალისტები ქმნიან სრულფასოვან სამშენებლო დოკუმენტაციას და უზრუნველყოფენ ყველა საჭირო ნებართვის მიღებას შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისგან.

მდებარეობა: ვასო გოძიაშვილის 59

"არქიტექტონი" ეძებს კონსტრუქტორს.

ვეძებთ სპეციალისტს, რომელსაც აქვს მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება და შეუძლია შენობა-ნაგებობების კონსტრუქციული პროექტების დამოუკიდებლად მომზადება.

ძირითადი მოვალეობები:

  • ტექნიკური დავალების, არქიტექტურული პროექტისა და საწყისი მონაცემების ანალიზი;
  • შენობა-ნაგებობების კონსტრუქციული სისტემების შერჩევა, დატვირთვების განსაზღვრა და შესაბამისი გაანგარიშებების შესრულება;
  • კონსტრუქციული პროექტების მომზადება — ნახაზების, კვანძების, ჭრილებისა და დეტალების დამუშავება AutoCAD-ში;
  • განმარტებითი ბარათის, მასალების უწყისებისა და სპეციფიკაციების მომზადება;
  • პროექტების მოქმედ ნორმებსა და ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • არქიტექტორებთან და სხვა დარგის სპეციალისტებთან კოორდინაცია;
  • ექსპერტიზის შენიშვნების დამუშავება და პროექტში შესაბამისი ცვლილებების შეტანა;
  • მშენებლობის პროცესში კონსტრუქციულ პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე ტექნიკური კონსულტაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიის მიმართულებით;
  • კონსტრუქტორად მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • კონსტრუქციულ პროექტზე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი — საწყისი მონაცემების ანალიზიდან სრული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებამდე;
  • კონსტრუქციული გაანგარიშების პრინციპებისა და შესაბამისი სამშენებლო ნორმების ცოდნა;
  • ნახაზების შესრულებისა და გაფორმების სტანდარტების ცოდნა;
  • პასუხისმგებლობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და შეთანხმებული ვადების დაცვა;

დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო ელფოსტით მისამართზე და გთხოვთ, ელფოსტის დანიშნულების ველში (subject line) მიუთითეთ: " კონსტრუქტორი".

პორტფოლიოს ატვირთვა სავალდებულოა.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 5 ოქტომბერი.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
არქიტექტონი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek