8,896 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

W6X18ADX 27 Ağu tarihinde yayınlandı 57 görüntüleme

Hash Bank

Hash Bank

Retention & Growth მარკეტინგის მენეჯერი

Hash Bank Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 28 Eyl tarihine kadar başvurun

"HashBank" არის თანამედროვე ბანკი თანამედროვე ცხოვრებისთვის, ჩვენ ვქმნით თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებულ, რევოლუციურ პროდუქტს და ვცვლით წარმოდგენას საბანკო ინდუსტრიის შესახებ.

ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა - სრული დაფინანსებით პირველივე სამუშაო დღიდან;
  • Birthday Day Off - დამატებითი ანაზღაურებადი დასვენების დღე თქვენს დაბადების დღეზე;
  • Day Off - დამატებითი 3 ანაზღაურებადი გამოსასვლელი დღე წლის განმავლობაში პირადი დროისთვის;
  • განსაკუთრებული ფასდაკლებები ფიტნეს დარბაზებში, სასტუმროებსა და სხვადასხვა კვების ობიექტში;
  • ფინანსური მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენების დროს - დაოჯახების და შვილის შეძენის შემთხვევაში;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობები;
  • საკვალიფიკაციო ტრენინგების დაფინანსება.

სამუშაო პირობები:

  • პოზიციის დასახელება: Retention & Growth manager
  • სამუშაო განრიგი: სრულად ოფისიდან, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00-19:00სთ.
  • ოფისის მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი.

ძირითადი ფუნქციები:

  • მომხმარებლის გზის (User Journey) რუკის შედგენა და ოპტიმიზაცია ონბორდინგის, აქტივაციის, შენარჩუნებისა და რე-აქტივაციის ეტაპებზე.
  • პასიური მომხმარებლების იდენტიფიცირება და მათი "გასაცოცხლებელი" (Win-back / Reactivation) კამპანიების დაგეგმვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება: უმაღლესი განათლება სფეროს მონათესავე მიმართულებით;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება Retention & Growth Manager_ის პოზიციაზე;

ცოდნა და გამოცდილება:

  • RM და მარკეტინგის ავტომატიზაცია: პრაქტიკული გამოცდილება წამყვან Omnichannel პლატფორმებთან (მაგ: Braze, Clevertap, MoEngage, Firebase, Salesforce Marketing Cloud, HubSpot ან მსგავსი).
  • პროდუქტის ანალიტიკა: სიღრმისეული მუშაობის გამოცდილება ანალიტიკურ ინსტრუმენტებთან (Mixpanel, Amplitude, Google Analytics 4, AppsFlyer).
  • A/B ტესტირება: გამოცდილება A/B და Multivariate ტესტირების დაგეგმვასა და შესაბამისი პლატფორმების გამოყენებაში.
  • მონაცემთა ვიზუალიზაცია (სასურველია): გამოცდილება Data Visualization თულებთან, როგორიცაა Power BI, Tableau ან Google Looker Studio.

უნარები:

  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება (Analytical Thinking)
  • მომხმარებელზე ემპათიური ფოკუსი (Customer-Centricity)
  • დეტალებზე ორიენტირებულობა (Attention to Detail)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 27 სექტემბერი, 2026.

სათაური: Retention & Growth Manager

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე. სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
Hash Bank
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek