აკადემიური თანამდებობები
შპს "ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი" აცხადებს აკადემიური პერსონალის შესარჩევ ღია კონკურსს შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
"ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი" აცხადებს ღია კონკურსს მედიცინის სკოლის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის "დიპლომირებული მედიკოსი" განხორციელებაში ჩართული აკადემიური პერსონალის შესარჩევად.
ვაკანტური აკადემიური პოზიციები:
კლინიკური მედიცინის მიმართულება — 7 ადგილი
პროფესორი — 1 ადგილი; ასისტენტ-პროფესორი — 2 ადგილი; ასისტენტი — 4 ადგილი.
პრეკლინიკური მედიცინის მიმართულება — 8 ადგილი:
პროფესორი — 1 ადგილი; ასოცირებული პროფესორი — 1 ადგილი; ასისტენტ-პროფესორი — 2 ადგილი; ასისტენტი — 4 ადგილი.
საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და საბაზისო მედიცინის მიმართულება — 4 ადგილი:
პროფესორი — 1 ადგილი; ასისტენტი — 3 ადგილი.
საკონკურსო ვადები:
- საკონკურსო განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მიღება 2026 წლის 11 ოქტომბერი - 15 ოქტომბერი (დოკუმენტაციის წარმოდგენა ელექტრონული სახით - ელ. ფოსტაზე).
- საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტთა დოკუმენტაციის შეფასება (კონკურსის პირველი ეტაპი) და კონკურსანტებთან გასაუბრება (კონკურსის მეორე ეტაპი) - 2026 წლის 17 ოქტომბრიდან 20 ოქტომბერის ჩათვლით;
- კონკურსის წინასწარი/პირველადი შედეგების გამოქვეყნება - 2026 წლის 20 ოქტომბერი;
- კონკურსის ჩატარების პროცედურის ან საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება (აპელაცია) - ს 2026 წლის 22 ოქტომბერი, 10:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე (ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის იურიდიულ მისამართზე: ქ. ბათუმი, ტბეთის ქ. N4, მე-4 სართული, ოთახი N402);
- კონკურსის საბოლოო შედეგების გამოქვეყნება - 2026 წლის 25 ოქტომბერს;
- გამარჯვებული კანდიდატების ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობებზე რექტორის ბრძანებით დანიშვნა, აფილირების შეთანხმებების და შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება - 2026 წლის 29 ოქტომბერს.
საკონკურსო დოკუმენტაცია:
- საკონკურსო პირობები
- განაცხადი კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებით
- უნივერსიტეტის მიერ დადგენილი CV-ის ფორმა - CV-GEO / CV-ENG
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.