8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

WH41Q0AW 31 Ağu tarihinde yayınlandı 52 görüntüleme

პრაიმ ბეტონი

პრაიმ ბეტონი

სამუშაოთა მწარმოებელი

Kutaisi Tam zamanlı İnşaat / Tadilat
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 29 Eyl tarihine kadar başvurun

სამშენებლო კომპანია „პრაიმ ბეტონი“ აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწრამოებლის პოზიციაზე

“პრაიმ ბეტონი“ არის ინფრასტრუქტურული, საპორტო და სამრეწველო ნაგებებათა მშენებარე თანამედროვე კონტრაქტორი, რომელიც აწარმოებს ბეტონს, ბეტონის ნაკეთობებსა და ინერტულ მასალას. კომპანია უკვე მრავალი წელია მუშაობს დარგის წამყვან სპეციალისტებთან ერთად და აძლევს თანამშრომლებს როგორც საერთაშრისო, ასევე ადგილობრივ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას.

კომპანიის და მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ლინკი: www.primeconcrete.ge

შერჩეულ კანდიდატს შესაძლებელობა ექნება მონაწილეობა მიიღოს ქუთაისის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის პროცესში და გაიზიაროს ჩვენი პროფესიონალების, ასევე უცხოელი პარტნიორების გამოცდილება.

ჩვენ გთავაზოვბთ: - მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს - პროფესიული და პიროვნული ზრდის შესაძლებლობას - კონკურენტულ სამუშაო პირობებს

სამუშაო პირობები - პოზიციის დასახელება: სამუშაოთა მწარმოებელი - სამუშაო განაკვეთი: სრული - სამუშაო ადგილი : ქუთაისი

სამუშაო აღწერილობა: - ზედამხედველობა გაუწიოს და დაგეგმოს სამშენებლო ობიექტის ყოველდღიური/ყოველკვირეული საქმიანობა სამუშაო პროცესი; - უშუალო ზედამხედველობა გაუწიოს ყველა მუშახელს, მოახდინოს შრომისა და დისციპლინის კოორდინირება, რათა ყოველგვარი საქმიანობა წარიმართოს ხარისხიანად და დამკვეთის მიერ მოთხოვნილი გრაფიკის, ხარისხის და ღირებულების მოთხოვნის შესაბამისად. - გააკონტროლოს, რომ ყველა სამუშაო სრულდება გეგმის მიხედვით და უსაფრთხოების წესების დაცვით; - სამუშაო პროცესის არასწორი მიმდინარეობისას ჩაატაროს მაკორექტირებელი ღონისძიებები; - შეთანხმებულად იმოქმედოს პროექტის მენეჯერთან, რათა დაზუსტება შეიტანოს პროექტის გეგმარებაში/ინფორმაციის მოთხოვნის დოკუმენტში. - აწარმოოს ყოველდღიური სამშენებლო ჟურნალი; - მონაწილეობა მიიღოს პროექტის საჭირო დოკუმენტაციის წარმოებაში; - მოახდინოს სამუშაო მოედნის ინვენტირება და უზრუნველყოს, რომ აღნიშნული ინვენტარი შესაბამისად მოვლილი და შენახულია; - აქტიურად მოახდინოს სამუშაო ობიექტის მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიის მიმართულებით; - სამშენებლო ობიეტებზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; - ხიმინჯებთან და შპუნტებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - სასურველია საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება; - სამშენებლო ნახაზის წაკითხვის ცოდნა. - ინგლისური ენის ცოდნა საკომუნკაციო დონეზე;

პიროვნული თვისებები: - დეტალებზე ორიენტირებული, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობით გამორჩეული; - სტრესულ ვითარებაში მუშაობის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი; - სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი; - მოლაპარაკების პროცესის სრული მართვის უნარი; - გუნდური მუშაობის უნარი;

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2026 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით ელ. მისამართზე სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
პრაიმ ბეტონი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek