9,005 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

WR4YB5C3 2 Eyl tarihinde yayınlandı 50 görüntüleme

ბენე კომფორტი

ბენე კომფორტი

გაქირავებისა და უძრავი ქონების მართვის ხელმძღვანელი

Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 3 Eki tarihine kadar başvurun

"ბენე კომფორტი" უძრავი ქონების მართვისა და მოვლა-პატრონობის ლიდერი პროვაიდერი კომპანია 2020 წლიდან სრულიად ახალ სტანდარტს ქმნის სამომხმარებლო ბაზარზე და უზრუნველყოფს პრემიუმ კლასის მომსახურებას, როგორც კომერციული ობიექტებისთვის ისე საცხოვრებელი კომპლექსებისთვის.

"ბენე კომფორტის" მრავალფეროვანი პორტფელი 60-ზე მეტ პარტნიორ ობიექტს აერთიანებს, მათ შორის: აპარტ-ოტელებს, საცხოვრებელ კომპლექსებს, კომერციულ სივრცეებს, სავაჭრო ცენტრებსა და სპორტულ ობიექტებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაქირავებისა და უძრავი ქონების მართვის ხელმძღვანელის პოზიციაზე:

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპლექსში არსებული ბინების გაქირავების მიმართულების სრული მართვა და განვითარება;
  • მოკლევადიანი და გრძელვადიანი გაქირავების სტრატეგიის შემუშავება;
  • ფასების, სეზონურობისა და ბაზრის მოთხოვნის ანალიზი;
  • Booking.com, Airbnb და სხვა პლატფორმების სტრატეგიული მართვა, ბინების პოზიციონირების, განცხადებებისა და გაყიდვის არხების ოპტიმიზაცია;
  • ჯავშნების, კალენდრების, გადახდებისა და გაუქმებების პროცესების კონტროლი;
  • Check-in/Check-out პროცესების, დასუფთავების, ტექნიკური მომსახურებისა და სხვა საოპერაციო პროცესების ორგანიზება და კონტროლი;
  • მენეჯმენტისთვის პერიოდული ანგარიშგების მომზადება და შედეგების ანალიზი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია გამოცდილება უძრავი ქონების გაქირავების, სასტუმრო/ აპარტამენტების მართვის სფეროში;
  • სასურველია გუნდის მართვის გამოცდილება;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა.

სამუშაო პირობები:

  • გრაფიკი - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე;
  • ანაზღაურება - კვალიფიკაციის შესაბამისად;
  • სამუშაო ადგილი - მნიშვნელოვანია კანდიდატს შეეძლოს პერიოდულად რელოკაცია.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე, გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "გაქირავებისა და უძრავი ქონების მართვის ხელმძღვანელი".

კომპანია "ბენე კომფორტი"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ბენე კომფორტი" - ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ განაცხადზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ ყველა პუნქტს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ბენე კომფორტი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek