8,953 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

WVCF64B8 1 Eyl tarihinde yayınlandı 51 görüntüleme

One Point

One Point

უფროსი ხარჯების კონტროლიორი

One Point Dış ilan
Tiflis Tam zamanlı İnşaat / Tadilat
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 2 Eki tarihine kadar başvurun

HR აუთსორსინგული კომპანია "One Point" პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას უფროსი ხარჯების კონტროლიორის პოზიციაზე.

ინდუსტრია: სამშენებლო მენეჯმენტი სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 ან 10:00-19:00 სუბორდინაცია: პროექტების დაგეგმვისა და ხარჯების მართვის ხელმძღვანელი ექვემდებარება: ორი ხარჯების კონტროლიორი

დამსაქმებელი კომპანიის შესახებ

დამსაქმებელი კომპანია წარმოადგენს სამშენებლო პროექტების მართვისა და საინვესტიციო კონსალტინგის მიმართულებას, რომელიც მომხმარებლებსა და დამკვეთებს სთავაზობს სამშენებლო პროექტების მართვის სრულ სერვისს და წარმოადგენს მნიშვნელოვან შუამავალ რგოლს დამკვეთსა და პროექტის უშუალო შემსრულებლებს შორის.

კომპანია პროექტებში ერთვება მშენებლობის ნებისმიერ ეტაპზე და უზრუნველყოფს ისეთ მომსახურებებს, როგორიცაა მშენებლობის დაგეგმვა და მართვა, ბიუჯეტირება, ხარჯთაღრიცხვა და ხარჯების ოპტიმიზაცია, სატენდერო პროცესებისა და კონტრაქტების მართვა, გეგმა-გრაფიკის კონტროლი, პროექტის რისკების მართვა, პროექტების შემოწმება/რევიზია და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება. ასევე, კომპანია საქმიანობას ახორციელებს უძრავი ქონების დეველოპმენტის მიმართულებით.

პოზიციის აღწერა

პოზიცია მოიცავს პროექტის ხარჯების, კონტრაქტორების შესრულებისა და გადახდების კონტროლს. ძირითადი პასუხისმგებლობაა დაგეგმილი და ფაქტობრივი ხარჯების შედარება, გადახრებისა და ვარიაციების იდენტიფიცირება, კონტრაქტორების შესრულების მონიტორინგი, ფულადი ნაკადების ანალიზი და ყოველთვიური ანგარიშგების მომზადება

ძირითადი ამოცანები:

  • ყოველთვიურად პროექტის დაგეგმილი და ფაქტობრივი ხარჯების შედარება, შესაბამისი ანგარიშგება პროექტის მენეჯერთან;
  • შედარების შედეგად იდენტიფიცირებული გადაცდომების კომუნიკაცია პასუხისმგებელ პირებთან;
  • პროექტის მიმდინარეობის რეპორტის წარმოება, მათ შორის შემდეგი მონაცემების შეყვანა/განახლება:
  • პროექტში ჩართული კონტრაქტორების სია;
  • კონტრაქტორების შესასრულებელი სამუშაოების შინაარსი და ჩამონათვალი;
  • კონტრაქტის ჯამური ღირებულება და შესაბამისი შესრულება პერიოდის მიხედვით;
  • კონტრაქტორის ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, გადახრების იდენტიფიცირება და შესაბამისი კორექტირება;
  • ვარიაციების იდენტიფიცირება და შესაბამისი კომუნიკაცია შემდგომი გადაწყვეტილებებისათვის;
  • ყოველთვიურად ანგარიშების მომზადება ხარჯების კონტროლის შესახებ;
  • პროექტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდების (IPC) შემოწმება და დადასტურება;
  • შუალედური გადახდის სერტიფიკატის (IPC) ანალიზი და ხელშეკრულებებთან თანხვედრის უზრუნველყოფა.

პროფესიული კვალიფიკაციები:

  • მინ. 3-4 წელი სამუშაო გამოცდილება იგივე ან მსგავს პოზიციაზე;
  • უპირატესობად ჩაითვლება, სამშენებლო მიმართულებით განათლება;
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარე რეზიუმე ელ.ფოსტაზე. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი რეზიუმესა და მასში მოცემული პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ HR აუთსორსინგულ კომპანია ვან ფოინთს გადასცემთ უფლებას, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშაოს თქვენი მონაცემები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს ისინი მესამე მხარეს - ვაკანტურ პოზიციაზე განხილვისა და დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით.

One Point HR Outsourcing არის HR აუთსორსინგული და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც პარტნიორ კომპანიებს HR მომსახურების სრულ სპექტს სთავაზობს. კომპანია გამოირჩევა თანამედროვე HR პრაქტიკებითა და სხვადასხვა ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილებით. One Point ფლობს ISO 9001 სერტიფიკატს, რაც მომსახურების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას ადასტურებს.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
One Point
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek