ტერიტორიული გაყიდვების მენეჯერი
"ჯი არ სი" - 2003 წლიდან სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი კომპანიაა საქართველოს სამშენებლო ბიზნეს სექტორში.
გუნდი, რომელიც საფუძვლად უდევს კომპანიის წინსვლას, შედგება კვალიფიციური და ერთგული თანამშრომლებისგან. "ჯი არ სი" ყოველთვის მზად არის მის გუნდში მიიღოს მიზანდასახული და შრომისმოყვარე პირები რომლებიც წვლილს შეიტანენ კომპანიის განვითარებაში https://grc.ge/
"ჯი არ სი" აცხადებს ვაკანსიას იმერეთში ტერიტორიული გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი განაკვეთი: სრული აუცილებელია კანდიდატის საცხოვრებელი ადგილი იყოს ქუთაისი!
მოვალეობები:
- ახალი ობიექტების მოძიება, საჭიროების დადგენა და შესაბამისი შეთავაზების გენერირება;
- არსებულ მომხმარებელთან მჭიდრო კომუნიკაცია, მათი საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი შეთავაზების გენერირება;
- არსებული სერვისებისა და სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- ყოველდღიური ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან.
აუცილებელი მოთხოვნები:
- გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება;
- ავტომობილის მართვის მოწმობა B კატეგორია;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
- ბაზარზე კონკურენტულ სახელფასო და საბონუსე სისტემას;
- ტრენინგების და განვითარების შესაძლებლობას;
- კომფორტულ და სამართლიან სამუშაო გარემოს;
- კორპორატიული ბენეფიტების პაკეტს - დაზღვევა, კორპორაციული ტელეფონი და სასაუბრო ლიმიტი, საწვავის ლიმიტი და ავტომანქანა სამსახურებრივი საჭიროებისთვის.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ წარმოადგინოთ CV ელფოსტაზე 2026 წლის 25 სექტემბრამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "იმერეთში ტერიტორიული გაყიდვების მენეჯერი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
"ჯი არ სი" გისურვებთ წარმატებას!
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.