8,896 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

WY32WK4Z 11 Eyl tarihinde yayınlandı 43 görüntüleme

ჯი არ სი

ჯი არ სი

ტერიტორიული გაყიდვების მენეჯერი

Kutaisi Tam zamanlı Satış
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 26 Eyl tarihine kadar başvurun

"ჯი არ სი" - 2003 წლიდან სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი კომპანიაა საქართველოს სამშენებლო ბიზნეს სექტორში.

გუნდი, რომელიც საფუძვლად უდევს კომპანიის წინსვლას, შედგება კვალიფიციური და ერთგული თანამშრომლებისგან. "ჯი არ სი" ყოველთვის მზად არის მის გუნდში მიიღოს მიზანდასახული და შრომისმოყვარე პირები რომლებიც წვლილს შეიტანენ კომპანიის განვითარებაში https://grc.ge/

"ჯი არ სი" აცხადებს ვაკანსიას იმერეთში ტერიტორიული გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი განაკვეთი: სრული აუცილებელია კანდიდატის საცხოვრებელი ადგილი იყოს ქუთაისი!

მოვალეობები:

  • ახალი ობიექტების მოძიება, საჭიროების დადგენა და შესაბამისი შეთავაზების გენერირება;
  • არსებულ მომხმარებელთან მჭიდრო კომუნიკაცია, მათი საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი შეთავაზების გენერირება;
  • არსებული სერვისებისა და სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • ყოველდღიური ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება;
  • ავტომობილის მართვის მოწმობა B კატეგორია;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ბაზარზე კონკურენტულ სახელფასო და საბონუსე სისტემას;
  • ტრენინგების და განვითარების შესაძლებლობას;
  • კომფორტულ და სამართლიან სამუშაო გარემოს;
  • კორპორატიული ბენეფიტების პაკეტს - დაზღვევა, კორპორაციული ტელეფონი და სასაუბრო ლიმიტი, საწვავის ლიმიტი და ავტომანქანა სამსახურებრივი საჭიროებისთვის.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ წარმოადგინოთ CV ელფოსტაზე 2026 წლის 25 სექტემბრამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "იმერეთში ტერიტორიული გაყიდვების მენეჯერი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"ჯი არ სი" გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ჯი არ სი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek